გრიგოლ ვაშაძე - 2012 წელს ხელისუფლებაში მოვიდნენ „ბიზნესმენები", რომლებიც 10%-იანი მოგებისთვის გაყიდიან რასაც გინდათ და 50%-იანი მოგებისთვის თავისი ხელით ამოხოცავენ ოჯახს

2012 წელს საქართველოს ხელისუფლებაში მოვიდნენ „ბიზნესმენები", რომლებიც გაყიდიან რასაც გინდათ 10%-იანი მოგებისთვის და 50%-იანი მოგებისთვის თავისი ხელით ამოხოცავენ თავისივე ოჯახს, - ამის შესახებ ოპოზიციური გაერთიანების „ძალა ერთობაშიას" საპრეზიდენტო კანდიდატმა, გრიგოლ ვაშაძემ განაცხადა.

ვაშაძე გამოეხმაურა გუშინ გავრცელებულ ფარულ აუდიო-ჩანაწერს, რომელშიც სავარაუდოდ, ბიზნესმენი ვანო ჩხარტიშვილი საუბრობს, რომ მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლების დასამხობად საჭიროა მოლაპარაკებები რუსეთის ფედერაციასთან.

„გასაგებია, რომ ქართველი ამომრჩეველი არასოდეს გაუშვებდა ხელისუფლებიდან პოლიტიკურ ძალას, რომელსაც შეცდომები არ ჰქონდა დაშვებული და ამას არ იმსახურებდა. მაგრამ როცა ძალიან ბევრს ჰქონდა ეჭვი და ამბობდნენ, რომ რუსული სპეცსამსახურების გარეშე 2012 წლის არჩევნებს არ ჩაუვლია, ამაზე გვეუბნებოდნენ, რომ ყვირიხართ მგელი მგელიო, იქ სადაც მგელი არ არისო. როგორ გგონიათ, თუ კრემლის კრიმინალურმა დაჯგუფებამ შეერთებული შტატების არჩევნებში გაბედა ჩარევა, წარმოიდგინეთ მასშტაბები, რომლითაც ის საქართველოში ეროდა. საქართველოში 2012 წელს ხელისუფლებაში მოვიდნენ "ბიზნესმენები", რომლებიც გაყიდიან რასაც გინდათ 10%-იანი მოგებისთვის და 50%-იანი მოგებისთვის თავისი ხელით ამოხოცავენ თავისივე ოჯახს. ვის გიკვირთ, რომ ვიგინდარა და ქურდი ჩხარტიშვილი ელაპარაკება ნარიშკინს იმის თხოვნით, რომ მოეხმაროს სააკაშვილის ჩამოგდებაში? ესენი არიან ხალხი, რომელიც შევლენ საოკუპაციო კომიტეტში იმისთვის, რომ საქართველოს თავისუფალი ნაწილიც ოკუპირებული იყოს", - განაცხადა ვაშაძემ.

„რუსთავი 2“ კიდევ ერთ ფარულ აუდიოჩანაწერს ასაჯაროებს, სადაც სავარაუდოდ, ბიზნესმენი ვანო ჩხარტიშვილი, ზაზა ოქუაშვილი და გიორგი ჩუბინიძე ფიგურირებენ.

ფარულ ჩანაწერში, სავარაუდოდ, ვანო ჩხარტიშვილი ამბობს, რომ რუსეთის ხელისუფლებასთან პირდაპირი მოლაპარაკებებია საჭირო.

„ვანო ჩხარტიშვილი - მე მიშას დროს ჩასული რო ვიყავი ლონდონში, შევხვდი ნარიშკინს, ნარიშკინი დიდი ფიგურა იყო რუსეთში, ადმინისტრაციის უფროსი იყო პუტინის, მერე პარლამენტის თავმჯდომარე იყო და გერმანიაში შევხვდით რა, ხოდა შეგახვედრებო პუტინს, მე მითხრა რა, და მე ვუთხარი, რა უნდა ვუთხრა მეთქი-რაა, რამე თუ ისეთი არის, რომელიც ვთქვათ რაღაცა, არ ვარ მეთქი მზად მეთქი შესახვედრად-მეთქი და გაუკვირდა კაცს, ნარიშკინს, პირველი კაცი ხარო, რომელმაც უარი თქვიო შეხვედრაზეო, მე ვუთხარი, რა ის არის შევხვდე პუტინთან ჩამოართვი ხელი, რაღაცა, მე ვუთხარი თუ რამე ისეთი იქნა პირველ რიგში იქნება მიშა ჩამოგვაგდებინოთ, მე ვუთხარი რაღაცა რავიცი თუ რამე არსებობს ეს ინსტრუმენტი-თქო. ხოდა მე ვუთხარი, აი რა შეიძლება, როგორ შეიძლება და ისე, მერე მოკლედ გაიარა მაგან ეს საკითხები იქა, ლავროვთან, იმასთან, ამასთან და ვერაფერი ვერ შემოგვთავაზა, ვერაფერი ვერ თქვეს ისეთი, რომ აქ ჩამოსულიყავი და გაგეყიდა, მერე აქა რა რაღაც. მერე წავიდა პარლამენტის თავმჯდომარესთან. სხვათა შორის ძალიან სერიოზული ტიპია რა, ეხლა არის მაგი ბიძინას დაცვის უფროსი”.

"ზაზა ოქუაშვილი - ე.ი. სავსეა აჭარა რუსებით, მარა ვეღარ გაარჩევ იქ, ზოგი უკრაინაა ზოგი რუსი თან ეხლა რუსულ ლაპარაკს ისმენ რუსული, თურქული.

ვანო ჩხარტიშვილი - ხო არა მთავრობამ უნდა გააკეთოს რაღაცა, არ ვიცი რაღაცა წაკუზულები არიან, აი, რაღაცა რავი აზრზე არა ვარ.

ზაზა ოქუაშვილი - კმაყოფილია რუსეთი? ალბათ ნატო აღიზიანებთ, ნატო, ნატო.

ვანო ჩხარტიშვილი - ნატო არა, იცის რო ვერ შევალთ, რუსეთი ეხლა ძალიან კომფორტშია ჩვენთან მიმართებაში, საქართველოსთან მიმართებაში კომფორტშია.

ზაზა ოქუაშვილი - კომფორტშია."

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა