გუკა რჩეულიშვილი, შესაძლოა, საპატიმროში დაბრუნდეს

თუკი 4 ნოემბრამდე „ცენტრ პოინტის“ საქმეზე საპროცესო შეთანხმება არ გაფორმდება, გუკა რჩეულიშვილი, შესაძლოა, საპატიმროში დაბრუნდეს. ბათუმის „მაგნოლიას“ საქმეზე სასამართლო განხილვების 2- წლიანი ვადა 4 ნოემბერს გადის. მომდევნო სხდომა 24 ოქტომბერსაა ჩანიშნული, რომელზეც თუკი საპროცესო შეთანხმება არ იქნება გაფორმებული, ბრალდების მხარე დასკვნით სიტყვას იტყვის. ამის შემდეგ კი დასკვნითი სიტყვით დაცვის მხარე ისარგებლებს და ბრალდებულების საბოლოო სიტყვის შემდეგ მოსამართლე განაჩენს გამოიტანს. თუკი საქმეზე გამამტყუნებელი განაჩენი დადგა, გუკა რჩეულიშვილი შესაძლოა, საპატიმროში დაბრუნდეს.

საპროცესო შეთანხმება, რომელიც „ცენტრ პოინტის“ საქმეზე უნდა გაფორმდეს, გუკა რჩეულიშვილის გარდა, მაია რჩეულიშვილსა და რუსუდან კერვალიშვილს ეხებათ. გარიგების საფუძველზე, მაია რჩეულიშვილი და რუსუდან კერვალიშვილი საპატიმროს დატოვებენ და მათ დარჩენილი რეალური სასჯელი, პირობით მსჯავრად დაეკისრებათ. საპროცესო შეთანხმების გაფორმებისთვის დაუსრულებელი ობიექტების დასრულება და „ცენტრ პოინტის“ მშენებლობისგან დაზარალებულთა თანხმობაა საჭირო.

შეგახსენებთ, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ, „ცენტრ პოინტის” დამფუძნებლები მაია რჩეულიშვილი და რუსუდან კერვალიშვილი, 31 მარტს, თაღლითობისა და მენაშენეთა კუთვნილი თანხების მითვისებაში დამნაშავედ სცნო და 4-4 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. საქმე რამდენიმე ობიექტს, მათ შორის სააკაძის მოედანზე, კრწანისში და წყნეთის ობიექტებს ეხება.

ამასთან, მაია რჩეულიშვილის წინააღმდეგ კიდევ ორ საქმეზე მიმდინარეობს სასამართლო განხილვა, რომელთაგან ერთზე, რომელზეც ბრალდებული გუკა რჩეულიშვილიცაა, განაჩენი შესაძლოა, 4 ნოემბრამდე გამოცხადდეს.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს