სოფიო კილაძე - ძალადობის ნებისმიერი გამოვლინება, მათ შორის ჟურნალისტებზე ძალადობა, არის დასაგმობი

ძალადობის ნებისმიერი გამოვლინება არის დასაგმობი, მათ შორის ჟურნალისტებზე ძალადობა, - ასე ეხმაურება პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო კილაძე ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გადამღებ ჯგუფზე მომხდარ თავდასხმას.

ამასთან, კილაძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ამ კონკრეტულ შემთხვევასა და ხელისუფლებას შორის არავითარი კავშირი არ არსებობს.

„ის რაც მოხდა, არის აბსოლუტურად მიუღებელი. ძალადობის ფაქტს ხელისუფლებასთან არავითარი კავშირი არ აქვს. მომხდარზე რეაგირება მაქსიმალურად სწრაფად და დროულად უნდა მოხდეს. რამდენადაც ვიცი, შს სამინისტროსა და პროკურატურის მხრიდან რეაგირება უკვე მოხდა“, - განუცხადა ჟურნალისტებს სოფიო კილაძემ.

შსს-მ „რუსთავი 2“-ის ჟურნალისტებისთვის პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლისა და ძალადობის ბრალდებით ორი პირი დააკავა.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გადამღებ ჯგუფს, პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს და საქმიანობაში ხელი უკანონოდ შეუშალეს. მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, სამართალდამცველებმა „ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიუროს“ სოფელ ქვიშხეთის ობიექტის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი ს.უ. და ამავე ორგანიზაციის თარჯიმანი ი.ც. დააკავეს. საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება.

გამოძიება ძალადობისა და ჟურნალისტის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტებზე, საქართველოს სსკ-ს 154-ე მუხლის მე-2 და 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილებით მიმდინარეობს“, - ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო