უკრაინელმა მესაზღვრეებმა ქართველი კრიმინალური ავტორიტეტი დააკავეს

უკრაინელმა მესაზღვრეებმა ქართველი კრიმინალური ავტორიტეტი დააკავეს. ამის შესახებ უკრაინის სასაზღვრო სამსახური იუწყება.

„ოდესის ოლქის მესაზღვრეებმა უკრაინის უშიშროების სამსახურისა და ეროვნული პოლიციის წარმომადგენლებთან ერთად ქვეყანაში უცხოელი კრიმინალური ავტორიტეტის შესვლის მცდელობა აღკვეთეს. მოქალაქე „შავი ზღვის საზღვაო პორტის“ საერთაშორისო გამშვებ პუნქტში, საქართველოდან ჩამოსული რეისის მგზავრების გაფორმებისას დააკავეს. სამართალდამცველების ყურადღება ერთ-ერთი მგზავრის ნერვულმა ქცევამ მიიპყრო, რის გამოც მის მიმართ უფრო საფუძვლიანი კონტროლის ჩატარება გადაწყდა. მისი საბუთების დეტალური შემოწმებისას აღმოჩნდა, რომ საქართველოს 48 წლის მოქალაქე კრიმინალური ავტორიტეტია და 28 წელი პატიმრობაში აქვს გატარებული“, - ნათქვამია განცხადებაში.

საქართველოს მოქალაქეს საზღვრის გადაკვეთაში უარი ეთქვა და უკრაინის ტერიტორიაზე შესვლა აეკრძალა.

უკრაინის სასაზღვრო სამსახურს საქართველოს მოქალაქის ვინაობა არ გაუსაჯაროებია.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა