ირმა ნადირაშვილი - ალბათ, ახლა ვანო ჩხარტიშვილი გამოვა და იტყვის, რომ ზაზა ოქუაშვილი სამშობლოს ღალატში ავარჯიშებდა

თუ აქამდე ჩვენ ბატონი ლევან ყიფიანი გვეუბნებოდა, რომ სხვადასხვა დუბლებს აკეთებდა და ვარჯიშობდა უცხოელი პარტნიორების დასარწმუნებლად, ახლა ალბათ ვანო ჩხარტიშვილი გამოვა და იტყვის, რომ ოქუაშვილი სამშობლოს ღალატში ავარჯიშებდა, - ასე აფასებს „ევროპული საქართველოს" წევრი ირმა ნადირაშვილი გუშინ გამოქვეყნებულ აუდიოჩანაწერებს. მისი თქმით, ჩანაწერის შინაარსი შემაშფოთებელია.

„ის, რაც ჩანაწერში მოვისმინეთ, შემაშფოთებელია, რადგან ჩანაწერში ვანო ჩხარტიშვილი ტრაბახობს კონსტიტუციური წყობილების დამხობის მცდელობით. რაც განსაკუთრებით შემაშფოთებელია, ის აღიარებს, რომ ამაში დახმარება სთხოვა ქვეყანას, რომლის ტანკებიც თბილისიდან ძალიან ახლოს დგანან. თუ ეს ჩანაწერი არის ავთენტური, მაშინ ერთადერთი შეფასება არსებობს, რომ ეს არის ჩვენი ქვეყნის ინტერესების და საკუთარი სამშობლოს ღალატი. თუმცა, პროკურატურა ამ ჩანაწერის გამოქვეყნებას კარგ ვითარებაში ნამდვილად არ ხვდება. თუ აქამდე ჩვენ ბატონი ყიფიანი გვეუბნეოდა, რომ სხვადასხვა დუბლებს აკეთებდა და ვარჯიშობდა უცხოელი პარტნიორების დასარწმუნებლად, ახლა ალბათ ვანო ჩხარტიშვილი გამოვა და იტყვის, რომ ოქუაშვილი სამშობლოს ღალატში ავარჯიშებდა", - განაცხადა ნადირაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ კიდევ ერთი ფარული აუდიოჩანაწერი გუშინ "რუსთავი 2"-მა გაავრცელა, სადაც სავარაუდოდ, ბიზნესმენი ვანო ჩხარტიშვილი, ზაზა ოქუაშვილი და გიორგი ჩუბინიძე ფიგურირებენ.

ფარულ ჩანაწერში, სავარაუდოდ, ვანო ჩხარტიშვილი ამბობს, რომ რუსეთის ხელისუფლებასთან პირდაპირი მოლაპარაკებებია საჭირო.

„ვანო ჩხარტიშვილი - მე მიშას დროს ჩასული რომ ვიყავი ლონდონში, შევხვდი ნარიშკინს, ნარიშკინი დიდი ფიგურა იყო რუსეთში, ადმინისტრაციის უფროსი იყო პუტინის, მერე პარლამენტის თავმჯდომარე იყო და გერმანიაში შევხვდით რა, ხოდა შეგახვედრებო პუტინს, მე მითხრა რა და მე ვუთხარი, რა უნდა ვუთხრა მეთქი-რაა, რამე თუ ისეთი არის, რომელიც ვთქვათ რაღაცა, არ ვარ მეთქი მზად მეთქი შესახვედრად-მეთქი და გაუკვირდა კაცს, ნარიშკინს, პირველი კაცი ხარო, რომელმაც უარი თქვიო შეხვედრაზეო, მე ვუთხარი, რა ის არის შევხვდე პუტინთან ჩამოართვი ხელი, რაღაცა, მე ვუთხარი თუ რამე ისეთი იქნა პირველ რიგში იქნება მიშა ჩამოგვაგდებინოთ, მე ვუთხარი რაღაცა რავიცი თუ რამე არსებობს ეს ინსტრუმენტითქო მე ვუთხარი. ხოდა, მე ვუთხარი აი, რა შეიძლება, როგორ შეიძლება და ისე, მერე მოკლედ გაიარა მაგან ეს საკითხები იქა ლავროვთან იმასთან ამასთან და ვერაფერი ვერ შემოგვთავაზა, ვერაფერი ვერ თქვეს ისეთი რომ აქ ჩამოსულიყავი და გაგეყიდა მერე აქა რა რაღაც. მერე წავიდა პარლამენტის თავმჯდომარესთან. სხვათაშორის, ძალიან სერიოზული ტიპია რა ეხლა არის მაგი ბიძინას დაცვის უფროსი”.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს