საქართველოში საფრანგეთი-სამხრეთ კავკასიის მეგობრობის ჯგუფის წევრი  იმყოფება

საქართველოში ოფიციალური ვიზიტით, საფრანგეთი-სამხრეთ კავკასიის მეგობრობის ჯგუფის წევრი, სენატორი პიერ-ივ კოლომბა იმყოფება. როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს პარლამენტის პრესსამსახურიდან აცნობეს, სენატორთან პირველი შეხვედრა საფრანგეთის რესპუბლიკის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფმა გამართა.

მათი ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოში არსებულ პოლიტიკური ვითარებაზე, მოახლოებულ საპრეზიდენტო არჩევნებზე, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში საქართველოს ინტეგრაციასა და ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებაზე ისაუბრეს.

„მიმოვიხილეთ საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური ვითარება. ასევე, ვისაუბრეთ ჩვენს საერთაშორისო პოლიტიკურ გზავნილებზე - ჩვენი ქვეყნის სწრაფვაზე ევროკავშირსა და ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში. ჩვენ კიდევ ერთხელ მივიღეთ მათგან მხარდაჭერა. საფრანგეთის მხრიდან ბევრი რამ კეთდება იმისთვის, რიმ ჩვენი ეს მისწრაფებები იყოს რეალიზებული“, - განაცხადა საფრანგეთის რესპუბლიკის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის წარმომადგენელმა, გიორგი კახიანმა.

მისივე თქმით, შეხვედრაზე საუბარი ასევე შეეხო სამომავლო თანამშრომლობას, ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებასა და ამაში მეგობრობის ჯგუფების მიერ საკუთარი წვლილის შეტანას.

„შეხვედრაზე ვისაუბრეთ განათლების, კულტურის და ტურისტული მიმართულებით თანამშრომლობაზე. ტურიზმი ბოლო პერიოდში ძალიან აქტუალური გახდა ევროპის ქვეყნებისთვის, მათ შორის საფრანგეთისთვის“, - განაცხადა გიორგი კახიანმა.

ფრანგ სენატორთან გამართულ შეხვედრაში გიორგი კახიანთან ერთად, პარლამენტის წევრები, ირაკლი აბუსერიძე და ლელა ქებურია მონაწილეობდნენ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს