„იაკობ გოგებაშვილის საზოგადოება“  გოგებაშვილის „დედა ენის“ სკოლებში დაბრუნებას ითხოვს

„იაკობ გოგებაშვილის საზოგადოება“ გოგებაშვილის „დედა ენის“ სკოლებში დაბრუნებას ითხოვს.

როგორც საზოგადოების წევრმა გოგი გოგოლაშვილმა აღნიშნა, გოგებაშვილის „დედა ენა" არის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი, რომელსაც კანონმდებლობა იცავს.

„სამწუხაროდ, მოხდა ისე, რომ წელს ჩატარებული გრიფირების შედეგების მიხედვით, იაკობ გოგებაშვილი და მისი „დედა ენა" სკოლის მიღმა აღმოჩნდა. 142 წლის განმავლობაში, რაც „დედა ენა" არსებობს, ესაა პირველი შემთხვევა, როცა „დედა ენა" ასეთი წიგნი აღარ არსებობს. მართალია, ბოლო ათწლეულებში იყო გადაკეთებული, შეცვლილი, მაგრამ „დედა ენა" მაინც იყო, გოგებაშვილის სახელი მაინც ტრიალებდა. ეს ყველაფერი დაკავშირებულია იმასთან, რომ წელს, გრიფირების შედეგები ძალიან მძიმე იყო. ეს გახმაურდა კიდეც. ფაქტი ისაა, რომ იაკობ გოგებაშვილის მეთოდით შედგენილი სახელმძღვანელო არის კულტურული მემკვიდრეობის ეროვნული ძეგლი, რომელსაც კანონმდებლობა და საერთაშორისო კონვენციები იცავს. სამწუხაროდ, ირღვევა კანონმდებლობა და კონვენციები. რაც მთავარია, ჩვენი სკოლა, ჩვენი თაობა დარჩა უნიკალური „აი ია"- ს გარეშე", - განაცხადა გოგოლაშვილმა.

მისი თქმით, განათლების სამინისტროში უთხრეს, რომ გრიფირების საკითხი პროკურატურას გადაეცა და შედეგებს ელოდებიან. გოგოლაშვილის თქმით, კომისია იყო შექმნილი, რომელმაც „დედა ენა" სასკოლოდ მოამზადა, თუმცა, განათლების სამინისტრომ სახელმძღვანელო სკოლების გარეთ დატოვა.

„უნდა შექმნილიყო სახელმწიფო კომისია, რომელიც გოგებაშვილის „დედა ენას" მოამზადებდა სკოლისთვის. შეიქმნა ასეთი კომისია, კომპეტენტურმა კომისიამ დადო შედეგი, მომზადდა სასკოლოდ. შემდეგ უკვე განათლების სამინისტრომ გაუგებარ სიტუაციაში გოგებაშვილი დატოვა სკოლის გარეთ", - განაცხადა გოგოლაშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა