გიორგი გახარია არაბთა გაერთიანებული საემიროების ელჩს შეხვდა

საქართველოს ვიცე-პრემიერი, შინაგან საქმეთა მინისტრი, გიორგი გახარია საქართველოში არაბთა გაერთიანებული საემიროების საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, ესა აბდულა ალ ბაშა ალ ნოაიმის შეხვდა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ შს სამინისტროდან აცნობეს, ალ ნოაიმი არაბთა გაერთიანებული საემიროების პირველი რეზიდენტი ელჩია საქართველოში.

შინაგან საქმეთა მინისტრმა ელჩს თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და სამომავლო საქმიანობაში წარმატებები უსურვა.

მხარეებმა საქართველოსა და არაბთა გაერთიანებულ საემიროებს შორის საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვის სფეროებში თანამშრომლობის განვითარებაზე ისაუბრეს.

გიორგი გახარიამ არაბთა გაერთიანებული საემიროების ელჩს, ესა აბდულა ალ ბაშა ალ ნოაიმის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში განხორციელებული და მიმდინარე რეფორმები გააცნო.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა