2018 წლის 8 თვის მონაცემებით, საქართველოში ავტოსაგზაო შემთხვევათა რაოდენობა 7%-ით, დაშავებულების კი -  8%-ით გაიზარდა

2018 წლის 8 თვის მონაცემებით, საქართველოში ავტოსაგზაო შემთხვევათა რაოდენობა 7%-ით, დაშავებულების კი 8%-ით გაიზარდა. 2018 წლის იანვარ-აგვისტოს საგზაო შემთხვევების სტატისტიკურ მონაცემებს, შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ ინფორმაციაზე დაყრდნობით, „საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“ ავრცელებს.

ორგანიზაციის მონაცემებით, 8 თვეში საქართველოს მასშტაბით 4 196 საგზაო შემთხვევა მოხდა, რომლის დროსაც დაიღუპა 307 ადამიანი და დაშავდა 5 989 პირი. „საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“ ინფორმაციით, 2017 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ავტოსაგზაო შემთხვევათა რაოდენობა 7%-ითაა გაზრდილი. ამასთან, 2017 წელთან შედარებით, წლევანდელი წლის 8 თვის მონაცემებით, დაღუპულ პირთა რაოდენობა 8%-ით შემცირდა, კერძოდ, წინა წელთან შედარებით, ავტოსაგზაო შემთხვევების შედეგად 26 პირით ნაკლები დაიღუპა.

მიმდინარე წლის 8 თვის მონაცემებით, წინა წლის იგივე პერიოდთან შედარებით თბილისში საგზაო შემთხვევები 4 %-ით, დაშავებულობა კი 2%-ით გაიზარდა. ავტოავარიას ასევე წინა წელთან შედარებით 1 პირით მეტი ემსხვერპლა. „საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“ ინფორმაციით, საქართველოში მომხდარი ავტოავარიების 47%, დაზიანებების 41% და დაღუპულობის 20% დედაქალაქზე მოდის, დანარჩენი კი რეგიონებზე ნაწილდება.

რაც შეეხება 16 წლამდე მოზარდბს, მიმდინარე წლის 8 თვის მონაცემებით, წინა წლის იგივე პერიოდთან შედარებით საპატრულო პოლიციის სამოქმედო ტერიტორიაზე 16 წლამდე მოზარდების დაშავებულობა 2 %-ით გაიზარდა, ხოლო 2 მოზარდით ნაკლები დაიღუპა. კერძოდ, 2018 წლის იანვარ-აგვისტოში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევების შედეგად 16 წლამდე ასაკის 13 მოზარდი დაიღუპა, 646 კი დაშავდა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა