მსოფლიოში სიღარიბის გამო, 120 მილიონზე მეტი ადამიანი შიმშილობს

მსოფლიოში, სიღარიბის გამო, 120 მილიონზე მეტი ადამიანი შიმშილობს ან კვების ნაკლებობას განიცდის, - ამის შესახებ ნათქვამია ყოველწლიურ მოხსენებაში „შიმშილის ზოგადი მაჩვენებელი“, რომელსაც სასურსათო პოლიტიკის საერთაშორისო კვლევითი ინსტიტუტი აქვეყნებს.

მათი ინფორმაციით, დღეს მსოფლიოში დაახლოებით 124 მილიონი ადამიანი შიმშილობს, მაშინ როდესაც ორი წლის წინ ეს რიცხვი 80 მილიონს შეადგენდა.

ამასთან, იძულებით გადაადგილებულ პირთა რიცხვი, რომლებიც შიმშილობენ ან კვების ნაკლებობას განიცდიან, 70 მილიონს აღწევს. ყველაზე საგანგაშო ვითარება ამ მხრივ ჩადში, ჰაიტიზე, მადაგასკარზე, სიერა-ლეონეში, იემენსა და ზამბიაში ფიქსირდება, ბოლო, 119-ე ადგილი კი ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკას უკავია.

რაც შეეხება საქართველოს, ის ტრინიდადი და ტობაგოსა და ბრაზილიას შორის, სიის 30-ე ადგილზე იმყოფება.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა