ადვოკატი - ოთარ ფარცხალაძე მზადაა "ომეგა ჯგუფის" საქმეზე გამოძიების ნებისმიერ კითხვას უპასუხოს

ყოფილი მთავარი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე მზადაა "ომეგა ჯგუფის" საქმეზე, დაინტერესების შემთხვევაში, გამოძიების ნებისმიერ კითხვას უპასუხოს, - ამის შესახებ ფარცხალაძის ადვოკატმა გაგი მოსიაშვილმა პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისი თქმით, ფარცხალაძე ადასტურებს და ეთანხმება იმ ინფორმაციებს, რომელიც ლევან ყიფიანმა გააჟღერა. ამასთან, ადვოკატის თქმით, ფარცხალაძე და ყიფიანი მეგობრები არიან.

"ლევან ყიფიანთან ოთარს აქვს მეგობრული ურთიერთობა. ეს დამალული არაა. მე გიდასტურებთ, რომ მათ აქვთ საქმიანი მეგობრული ურთიერთობა", - აღნიშნა გაგი მოსიაშვილმა.

ადვოკატისთვის უცნობია, არის თუ არა ლევან ყიფიანი ფარცხალაძის სახლში ნამყოფი. რაც შეეხება ყოფილი მთავარი პროკურორის დაკითხვას, ადვოკატის ინფორმაციით, ოთარ ფარცხალაძე მზადაა ნებისმიერ კითხვას გასცეს პასუხი. "იმ შემთხვევაში თუ პროცესის მწარმოებელი ორგანო, ჩათვლის საჭიროდ და ექნება კითხვები, ჩვენ მზად ვართ ურთიერთანამშრომლობის რეჟიმში გავცეთ პასუხი გამოძიების ნებისმიერ შეკითხვას", - აღნიშნა ფარცხალაძის ადვოკატმა.

იხილეთ ვიდეო: ადვოკატი: "ოთარ ფარცხალაძე მზადაა "ომეგა ჯგუფის" საქმეზე გამოძიების ნებისმიერ კითხვას უპასუხოს"

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო