გეგმური პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

გეგმური პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, თბილისის ზოგიერთ უბანს 12 ოქტომბერს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. როგორც „ინტერპრესნიუსს“ კომპანია „თელასიდან“ აცნობეს, გლდანის რაიონში 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მუხიანის I მიკრორაიონის, გლდანის ხევის დასახლების, თიანეთის გზატკეცილის, კობერიძის, კაჭარავას, ხევძმარის და გობრონიძის (ნაწილობრივ) ქუჩების მცხოვრებლებს.

11:00 საათიდან 12:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მეტრო „ახმეტელი“-ს მიმდებარე ტერიტორიის, გლდანის მასივის I მიკრორაიონის, მუხიანის IVბ მიკრორაიონის და მარატ ნოზაძის ქუჩის მცხოვრებლებს.

დიდუბის რაიონში 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება ხოშარაულის ქუჩის მცხოვრებლებს, ხოლო 12:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება ევდოშვილის ქუჩის მცხოვრებლებს.

ჩუღურეთის რაიონში 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნორიოს აღმართის, ქვალონის, უფლისციხის, ლარეხის, ართვინის, ჩეჩელაშვილის, საქარის და მნათობის ქუჩების მცხოვრებლებს.

ვაკის რაიონში 10:00 საათიდან 11:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება ნინო რამიშვილის ქუჩის (ნაწილობრივ) მცხოვრებლებს. 11:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ტიციან ტაბიძის, აბაშელის, მარუხის გმირთა, კოკა კლდიაშვილის და მცხეთის ქუჩების მცხოვრებლებს. 11:00 საათიდან 12:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება ილია ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ) მცხოვრებლებს. 13:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: წყნეთის გზატკეცილის და იმედაძის ქუჩის მცხოვრებლებს. 13:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება ილია ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ) მცხოვრებლებს.

საბურთალოს რაიონში 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნუცუბიძის პლატოს IV მიკრორაიონის, კონსტანტინე კაპანელის და ინტენსიფიკაციის ქუჩების მაცხოვრებლებს. 12:00 საათიდან 12:30 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ბერბუკის, ალმასიანის, ბოჭორიშვილის, ბიძინა კვერნაძის, ფიზკულტურის, ტყვარჩელის და ანდრია აფაქიძის ქუჩების მცხოვრებლებს. 12:30 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: პეკინის გამზირის (ნაწილობრივ), ყაზბეგის გამზირის (ნაწილობრივ), ანა კალანდაძის და იოსებიძის ქუჩების მცხოვრებლებს. 13:00 საათიდან 13:30 საათამდე შეზღუდვა შეეხება: შარტავას ქუჩის მცხოვრებლებს.

ისნის რაიონში 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაზისუბნის III მიკრორაიონის II კვარტლის, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირის, ჩოლოყაშვილის მოედნის და ბოგდან ხმელნიცკის ქუჩის მცხოვრებლებს.

სამგორის რაიონში 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ორხევის დასახლების (ნაწილობრივ), კახეთის გზატკეცილის (ნაწილობრივ) და ამილახვარის ქუჩის მცხოვრებლებს. 10:00 საათიდან 12:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი დიდი ლილოს, თბილისის ზღის მიმდებარე ტერტორიის, ვარკეთილის მეურნეობის (დიდი ლილო), თვალჭრელიძის და მშვიდობის ქუჩების მცხოვრებლებს.

დიდგორის რაიონში 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დაბა კიკეთის, სოფელი დიდების, ბეთანიის და სამადლოს მცხოვრებლებს.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო