კატასტროფის რისკის შემცირების საერთაშორისო დღე საქართველოში „თბილისი მოლში" აღინიშნება

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური, 12 ოქტომბერს, კატასტროფის რისკის შემცირების საერთაშორისო დღეს 10 საერთაშორისო ორგანიზაციასთან ერთად აღნიშნავს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურიდან აცნობეს, ღონისძიებაზე მისულ სტუმრებს საშუალება ექნებათ სხვადასხვა სახის გასართობ და შემეცნებით აქტივობაში მიიღონ მონაწილეობა.

„თბილისი მოლში“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველები მოაწყობენ იმიტირებულ სამაშველო ოპერაციას, დაგეგმილია ფოტოგამოფენა, სტუმრებს საშუალება ექნებათ დაათვალიერონ მეხანძრე-მაშველების ტექნიკა და სრული აღჭურვილობა.

ბავშვებისთვის სპეციალურად დამონტაჟდება სამთო კედელი. ღონისძიების სტუმრებს შეეძლებათ გადაიღონ სამახსოვრო ფოტოები და GIF-ები.

დაგეგმილია შემეცნებითი ვიქტორინები და ფსიქო-სოციალური თამაშები.

ღონისძიებაში მონაწილე 10 საერთშორისო ორგანიზაციას (Save the children, ASB, Bridge Innovation and Development, CENN, Georgian Red Cross, Society, IOM, Blue Shield, RDFG, Civitas Georgia, 100 Resilience Cities) წარმოდგენილი ექნებათ საგანგებოდ მოწყობილი კუთხეები, სადაც დაინტერესებული პირები მიიღებენ ამომწურავ ინფორმაციას კატასტროფების რისკის შემცირების შესახებ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა