ანონსი  12 ოქტომბერი

12 ოქტომბერს, 10:10 საათზე, საქართველოს პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი აშშ-ს სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილე ჯორჯ კენტთან შეხვედრას გამართავს.

მის.: ქართულ-ამერიკული მეგობრობის გამზ. #29, აშშ-ს საელჩო საქართველოში

12 ოქტომბერს, 10:30 საათზე იუსტიციის უმაღლეს საბჭოში იუსტიციის უმაღლესი სკოლის მსმენელობის კანდიდატებთან გასაუბრება გაიმართება.

მის.: ბოჭორმის ქ. #12

საკონტაქტო პირი ქეთევან ლაცაბიძე - 555 22 30 04

12 ოქტომბერს, 10:30 საათზე, დამსაქმებელთა ასოციაციის პრეზიდენტი ელგუჯა მელაძე“მედიაცენტრ მთავარის” პრესკლუბში პრესკონფერენციას გამართავს.

თემა: ქვეყანაში არსებული სამუშაო ადგილების მოჭარბებული რაოდენობა, რომლის შევსება ვერ ხერხდება - რატომ ვერ საქმდებიან, როცა უმუშევრობა მთავარი პრობლემაა; მოთხოვნა-მიწოდების პრობლემა.

მის.: მიხეილ ჭიაურელის ქ. #19 (ჩასახვევი რესტორან „უშბადან“, არმისული ლუბლიანას ქუჩამდე)

საკონტაქტო პირი ეკა გულუა - 599726565

12 ოქტომბერს, 11:00 საათზე, ქართული უნივერსიტეტის წმიდა ილია მართლის სახელობის საკონფერენციო დარბაზში ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია "აფბა" გამართავს კვლევის პრეზენტაციას - "საქართველოს ეკონომიკა და საბანკო სექტორის განვითარების ზოგადი ტენდენციები 2012-2018 წლებში".

12 ოქტომბერს, 11:00 საათზე, თბილისის #160-ე საბავშვო ბაღის მიმდებარე ტერიტორიაზე გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტები ჰაერიში ტყვიის შემცველობის სინჯებს აიღებენ.

12 ოქტომბერს, 11:00 საათზე, „თიბისი ბანკის“ მხარდაჭერით, „თიბისი გალერეაში“ თბილისი-ბრისტოლის დამეგობრების 30 წლის იუბილის აღსანიშნავად, ბიზნესფორუმი გაიმართება, რომელსაც თბილისის მერი კახი კალაძე, სპეციალურად ამ თარიღისთვის თბილისში ოფიციალური ვიზიტით მყოფი ბრისტოლის მერი მარვინ რიზი და სხვა პირები დაესწრებიან.

მის.: მარჯანიშვილის #7; თიბისი გალერეა

12 ოქტომბერს, 11:00 საათზე, საქართველოს პარლამენტის აპარატის ხელმძღვანელობა აღმოსავლეთ საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარ დეპუტატთა ბიუროს თანამშრომლებს შეხვდება.

თბილისი, სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტი“

12 ოქტომბერს, 11:00 საათზე, ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობა“ გამართავს „საქართველოს 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის კანონპროექტის, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული თანდართული მასალებისა და სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის პროექტის შესაბამისი ქვეყნის ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების დოკუმენტის“ განხილვას ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენლებთან.

თბილისი, ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზი (C კორპუსი, V სართული)

12 ოქტომბერს, 12:00 საათზე, „გირჩის“ პრეზიდენტობის კანდიდატი ზურაბ ჯაფარიძე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსის ეზოში ცნობილი პროექტის, Change My Mind-ის ქართულ ანალოგს დაიწყებს. მის.:ი. ჭავჭავაძის გამზ. #1

12 ოქტომბერს, 12:00 საათზე, პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი ხაშურის კულტურის ცენტრში ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდება.

მის.: ხაშური, თამარ მეფის ქ. N1

12 ოქტომბერს, 12:00 საათზე, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, ბორჯომის ხეობაში, 2008 და 2017 წლის აგვისტოში ხანძრით დაზიანებული ტყის ტერიტორიაზე დარგვის სამუშაოებს დაიწყებს.

მის.: ბორჯომი, სოფელი დაბა

12 ოქტომბერს, 12:00 საათზე, თბილისის მერი კახა კალაძე ნაძალადევის რაიონში ახალ სპორტულ ცენტრს გახსნის.

მის.: ზღვისუბანი; XI მ/რ, II კვარტალი

12 ოქტომბერს, 12:00 საათზე, სასტუმრო „რადისონში“ ფონდი ღია საზოგადოება საქართველოს პროექტის ფარგლებში “შეაჩერე ტკივილი” გაიმართება შეხვედრა, სადაც ტკივილის მართვის ექსპერტები საზოგადოებას გააცნობენ ანგარიშს, თუ რა პრობლემები აქვთ საქართველოში ქრონიკული და მწვავე ტკივილის მქონე პაციენტებს.

12 ოქტომბერს, 12:00 საათზე, მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში ბრიგადის გენერალის, სამხედრო-პოლიტიკურ საკითხებში ანალიტიკოსის, ამირან სალუქვაძის პრესკონფერენცია გაიმართება.

თემა: რუსეთის მორიგი მუქარა საქართველოს მისამართით. რა საფრთხეს ქმნის რუსეთის საინფორმაციო შეტევა ე.წ. ლუგარის ლაბორატორიაზე. გრიგორი კარასინის განცხადებები.

მის.: ა. წერეთლის გამზ. #99, სადარბაზო 3, სართული 1, ბინა #49 საკონტაქტო ტელ.: 593 53 45 24

12 ოქტომბერს, 13:00 საათზე, მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში „გირჩის“ ერთ-ერთი ლიდერის, იაგო ხვიჩიას პრესკონფერენცია გაიმართება.

თემა: გირჩის მიერ დაგეგმილი “კანაფის ფესტივალი“, სადაც მარიხუანას გაყიდვას აპირებენ.

მის.: ა. წერეთლის გამზ. #99, სადარბაზო 3, სართული 1, ბინა #49 საკონტაქტო ტელ.: 593 53 45 24

12 ოქტომბერს, 13:00 საათზე, სასტუმრო "ქორთიარდ მარიოტში" გაიმართება საპრეზიდენტო კანდიდატების პროგრამების შეფასების პრეზენტაცია. ღონისძიებაზე მიწვეულები არიან საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატები, პოლიტიკური პარტიების ლიდერები, დიპლომატიური კორპუსის, ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

საკონტაქტო პირები: სალომე მუხურაძე - 599 298882; გიორგი ჩადუნელი - 599107333

12 ოქტომბერს, 13:30 საათზე, ბათუმში, სასტუმრო "ჰილტონში" ქედისა და ხულოს მუნიციპალიტეტების ადგილობრივი განვითარების სტრატეგიების პრეზენტაცია გაიმართება. ღონისძიებას ევროკავშირის ელჩი საქართველოში კარლ ჰარცელი, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე, თორნიკე რიჟვაძე და საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი (TBC) ლევან დავითაშვილი, დაესწრებიან.

12 ოქტომბერს, 13:30 საათზე, ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“, თბილისში, საკითხზე: „ნდობის რეიტინგი 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების წინ“ სოცილოგიურ გამოკითხვას ჩაატარებს.

მის.: თბილისი, მარჯანიშვილის მოედნის მიმდებარე ტერიტორია.

საკონტაქტო ტელ.: 599 291202

12 ოქტომბერს, 14:00 საათზე, საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალურ შტაბში ბრიფინგი გაიმართება.

თემა: შეიარაღებული ძალების დისკრედიტაციის მცდელობა, პასუხი თავდაცვის ყოფილი მინისტრის დიმიტრი შაშკინის უსაფუძვლო ბრალდებებზე.

მის: გენერალ კვინიტაძის 20. (თავდაცვის სამინისტროს შემოსასვლელი სანაპიროს მხრიდან)

საკონტაქტო პირი: გიორგი თუხარელი 577 39 30 07

12 ოქტომბერს, 14:00 საათზე, პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი ქარელის მოსახლეობას შეხვდება.

მის.: ქარელი, თამარ მეფის ქ. N24, კულტურის ცენტრი

12 ოქტომბერს, 14:00 საათზე, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, ირმა ინაშვილი 2004-2012 წლების გახმაურებული საქმეების დაზარალებულებთან, მათ მშობლებთან და ოჯახის წევრებთან შეხვედრას გამართავს.

თბილისი, საქართველოს პარლამენტის A კორპუსი, III სართულის ფოიე

12 ოქტომბერს, 15:00 საათზე საქართველოს ადვოკატთა ასოციაციაში ადვოკატის უფლებათა დაცვის კომიტეტი საგანგებო ბრიფინგს გამართავს.

თემა: პროკურატურის მხრიდან ადვოკატ ირაკლი გუნიავას მიმართ უსაფუძვლო გამოძიების დაწყება.

მის.: ზუბალაშვილების ქ. #33

საკონტაქტო პირი თორნიკე რაზმაძე - 558132241

12 ოქტომბერს, 15:00 საათზე, პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის სხდომა გაიმართება.

თბილისი, ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზი (C კორპუსი, V სართული)

12 ოქტომბერს, 15:00 საათზე, ყოფილი პრემიერ-მინისტრის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით, ვანო მერაბიშვილის ადვოკატების ბრიფინგი გაიმართება.

მისამართი: არაყიშვილის ქუჩა #3, IV სართული.

12 ოქტომბერს, 15:30 საათზე, პრეზიდენტობის კანდიდატი დავით უსუფაშვილი აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილეს ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ბ-ნი ჯორჯ კენტს შეხვდება. შეხვედრა აშშ-ს საელჩოში გაიმართება.

12 ოქტომბერს, 16:30 საათზე, პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომა გაიმართება.

თბილისი, კომიტეტის სათათბირო ოთახი N616

12 ოქტომბერს, 16:30 საათზე, პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის სხდომა გაიმართება.

თბილისი, ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზი (C კორპუსი, V სართული)

12 ოქტომბერს, 17:00 საათზე, პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი გორის მოსახლეობას შეხვდება.

მის.: გორი, ჭავჭავაძის ქ.N24, გორის თეატრი

12 ოქტომბერს, 17:00 საათზე, პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკისა და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტების გაერთიანებული სხდომა გაიმართება.

თბილისი, ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზი (C კორპუსი, V სართული)

12 ოქტომბერს, 17:00 საათზე, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური, 10 საერთაშორისო ორგანიზაციასთან ერთად კატასტროფის რისკის შემცირების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით "თბილისი მოლში" ღონისძიებას გამართავს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა