„რია ნოვოსტი“ - კონსტანტინოპოლის ეკლესიის წმინდა სინოდმა განხეთქილებაში მყოფ ფილარეტ დენისენკოს ანათემა მოუხსნა

ხუთშაბათს, კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს სინოდმა განხეთქილებაში მყოფ უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის კიევის საპატრიარქოს მეთაურს ფილარეტ დენისენკოს და მთავარეპისკოპოს მაკარი მალეტიჩს, უკრაინის ეკლესიისთვის ავტოკეფალიის მინიჭების მიზნით, ანათემა მოუხსნა. თუმცა, ეს გადაწყვეტილება უკანონოა - განუცხადეს „რია ნოვოსტის“ საბერძნეთის საეკლესიო წრეებში.

„გადაწყვეტილება სინოდის სხდომაზე მიიღეს. ეს გაკეთდა მომავალში ავტოკეფალიის მინიჭების მიზნით, რადგან სქიზმატებს ავტოკეფალიას ვერ მიანიჭებენ“, - განაცხადა რესპონდენტმა. მისი თქმით, კანონიკური ჩინის დაბრუნება უკანონოა, რადგან ეს სასულიერო პირები განკვეთა რუსეთის მართლმადიდებელმა ეკლესიამ. მისივე თქმით, ავტოკეფალიის მინიჭება შესაძლებელია მხოლოდ კანონიკური ეკლესიისთვის, რომელსაც კანონიკური სინოდი ჰყავს.

წყარომ, ასევე, გამოთქვა აზრი, რომ უკრაინის ავტოკეფალიას არავინ აღიარებს. თუმცა, მისი აზრით, მისი აღიარება შეუძლიათ ალბანეთის, ფინეთისა და ესტონეთის ეკლესიებს, რომლებსაც „პრობლემები აქვთ“ რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიასთან.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა