უკრაინის შესახებ მსოფლიო საპატრიარქოს განჩინება გამოქვეყნდა

მსოფლიო საპატრიარქოს წმინდა სინოდის მიერ უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიისთვის ავტოკეფალიის მინიჭების შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებას უკრაინული მედია აქვეყნებს.

„მისი უწმინდესობის, მსოფლიო პატრიარქის თავმჯდომარეობით, 9-დან 11 ოქტომბრის ჩათვლით შეიკრიბა წმინდა სინოდი. წმინდა სინოდმა სრულად და ხანგრძლივად განიხილა უკრაინაში უკრაინის საეკლესიო საქმე, პატრიარქის ეგზარქების, მისი უწმინდესობის, პამფილიის არქიეპისკოპოსი დანიელის და ედმონტონის ეპისკოპოსის, ილარიონის თანდასწრებით და ფართო განხილვის შედეგად მიიღო გადაწყვეტილება:

1) დადასტურდეს უკვე მიღებული გადაწყვეტილება იმის შესახებ, რომ მსოფლიო საპატრიარქო შეუდგეს უკრაინის ეკლესიისთვის ავტოკეფალიის მინიჭებას.

2) აღდგეს დღეისთვის კიევში მსოფლიო საპატრიარქოს სტაუროპეგია, უკრაინაში ერთ-ერთი მრავალი სტაუროპეგია, რომელიც იქ ყოველთვის არსებობდა.

3) მივიღოთ და განვიხილოთ აპელაციის შესახებ ფილარეტ დენისენკოს, მაკარი მალეტიჩის და მათი მიმდევრების თხოვნა, რომლებიც აღმოჩნდნენ სქიზმაში არა დოგმატური მიზეზებით. კონსტანტინოპოლის პატრიარქის კანონიკური პრეროგატივების შესაბამისად მიღებული იყოს ასეთი მიმართვები იერარქებისგან და სხვა მღვდელმსახურებისგან ყველა ავტოკეფალური ეკლესიებიდან. ამგვარად, ზემოხსენებული პირები კანონიკურად აღდგნენ თავის საეპისკოპოსო ან სამღვდელო პატივში, ასევე აღდგა მათივე ერთგული ადამიანების ურთიერთობა ეკლესიასთან.

4) გაუქმდეს 1686 წლის სინოდალური წერილის ვალდებულება, რომელიც გაიცა იმ დროისთვის არსებული ვალდებულებებიდან გამომდინარე, რომელიც იკონომიით მოსკოვის პატრიარქს აძლევდა უფლებას, ხელი დაესხა უკრაინის მიტროპოლიტისთვის, რომელიც აირჩეოდა სასულიერო პირთა და მისი ეპარქიის მორწმუნეთა კრებაზე, რომელსაც უნდა მოეხსენებინა მსოფლიო პატრიარქი, როგორც პირველი იერარქი ყველა ღვთისმსახურების დროს, ეღიარებინა და დაედასტურებინა თავისი კანონიკური დამოკიდებულება კონსტანტინოპოლის დედა ეკლესიისადმი.

5) მიემართოს ყველა ჩართულ მხარეს მოწოდებით, თავი შეიკავონ ეკლესიების, მონასტრების და სხვა ქონების მიტაცებისგან, ასევე სხვა ძალისმიერი ქმედებებისა და შურისძიებისგან, რათა გაიმარჯვოს ქრისტეს სიყვარულმა და მშვიდობამ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა