Nexia TA - ერთადერთი აუდიტორული კომპანია საქართველოდან, რომელმაც IAB-ის ცერემონიაზე ჯილდო მოიპოვა

Nexia TA – ერთადერთი აუდიტორული კომპანია საქართველოდან, რომელმაც IAB-ის ცერემონიაზე ჯილდო მოიპოვა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ Nexia TA–დან აცნობეს, მსოფლიოში ნომერ #1 საბუღალტრო გამოცემა - საერთაშორისო საბუღალტრო ბიულეტინი (IAB – International Accounting Bulletin) ყოველწლიურად მსოფლიოს მასშტაბით საუკეთესო აუდიტორულ ქსელებსა და კომპანიებს ავლენს. ნომინაციები განსხვავდება მიმართულებებით და გამარჯვებულებს მათი ყველაზე ძლიერი მხარეების გათვალისწინებით ირჩევენ. ღონისძიება ტრადიციულად ოქტომბრის თვეში, ლონდონში იმართება.

„2018 წელს Nexia International-მა „ნექსია თიეი“ IAB-ის პრესტიჟულ კონკურსზე წარადგინა ნომინაციაში: Accounting Capacity Building Champion, რაც გულისხმობდა შეეფასებინათ კომპანია მის მიერ ბუღალტერიის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილის მიხედვით. დაჯილდოებაზე მონაწილეობას ასევე მსოფლიო ათეულის ყველა ქვეყნის წარმომადგენელი იღებდა. აღსანიშნავია, რომ ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც ქართული აუდიტორული კომპანია მსგავს პრესტიჟულ კონკურსზე წარდგა, ფინალში გავიდა და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, გაიმარჯვა კიდეც“, – აცხადებენ აუდიტორულ კომპანიაში.

„ნექსია თიეის“ მმართველი პარტნიორის გელა მღებრიშვილის განცხადებით, პირველი შემთხვევაა, როდესაც ქართულმა კომპანიამ პრესტიჟულ დაჯილდოებაზე გაიმარჯვა.

„ძალიან გვიხარია კონკურსში გამარჯვება, რადგან ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც ქართული კომპანია მსგავსი ტიპის პრესტიჟულ დაჯილდოებაზე იმარჯვებს. თუმცა, ამასთანავე გვინდა აღვნიშოთ, რომ გარკვეული მოლოდინი გვქონდა კიდეც, რადგან ბუღალტერია „ნექსია თიეი“-სთვის მეტად მნიშვნელოვანი და ძლიერი მხარეა, რომლის განვითარებისთვისაც განუწყვეტლივ ვმუშაობთ როგორც კომპანიაში, ასევე ქვეყნის მასშტაბით“, – განაცხადა მღებრიშვილმა.

„ნექსია თიეის“ მმართველი პარტნიორის დავით ლომიძის განცხადებით კი, საერთაშორისო ასპარეზზე მათი კომპანიის გამარჯვება საქართველოს წარმოჩინებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

„მსოფლიო დონის ეს აღიარება კიდევ ერთი დასტურია, რომ „ნექსია თიეი“ საუკეთესო სერვისებს სთავაზობს თავის კლიენტებს. მსგავსი ჯილდო ჩვენთვის სტიმულია, რომ კიდევ უფრო მეტი წვლილი შევიტანოთ საქართველოში ბუღალტერიისა და აუდიტის სფეროს განვითარებაში და ჩვენს კლიენტებს დავეხმაროთ, გახადონ მათი ბიზნესები კიდევ უფრო წარმატებული, როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო ასპარეზზე“, – აღნიშნა ლომიძემ.

„ნექსია თიეის“ მმართველმა პარტნიორმა ბორის მეგრელიშვილმა მადლობა გადაუხადა „ნექსიას“ გუნდს გაწეული თავდაუზოგავი შრომისთვის, ხოლო კლიენტებს – ნდობისა და ერთგულებისთვის.

„ასევე გვინდა განსაკუთრებულად აღვნიშნოთ „ნექსიას“ ქსელის სათავო ოფისი, რომელთა მხარდაჭერაც ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. მოხარულები ვართ, რომ Nexia International-ი ერთადერთი ქსელი გახდა მსოფლიოში, რომლის წარმომადგენელმა ორმა ოფისმაც (საქართველო და ტანზანია) IAB-ის 2018 წლის დაჯილდოებაზე ორ ნომინაციაში გაიმარჯვა, ეს კი ხაზს უსვამს „ნექსიას“ ქსელის სიძლიერეს მსოფლიო ასპარეზზე“, – განაცხადა მეგრელიშვილმა.

ამასთან, Nexia TA-ს მმართველი პარტნიორები აცხადებენ, რომ „მიღებული ჯილდო „ნექსია თიეის“ მიერ განვლილ მოკლე პერიოდში მიღწეული წარმატების საერთაშორისო აღიარება და ერთგვარი დასტურია, რომ კომპანია სწორი მიმართულებით იზრდება და ვითარდება“.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა