გიორგი კაკაურიძე - მსოფლიო ბაზარზე სამედიცინო მარიხუანას პროდუქციაზე მოთხოვნა ორმაგდება - თუნდაც 1% საქართველომ რომ დააკმაყოფილოს, ქვეყანაში დიდი შემოსავალი იქნება

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის პროგნოზით, დაახლოებით 2025 წლამდე სამედიცინო მარიხუანას პროდუქციის გამოშვება ორმაგდება და დაახლოებით 25-დან 50 მილიარდ დოლარამდე იზრდება - როცა არის პოტენციალი, რომ ამ მიმართულებით მსოფლიო ბაზარზე მოთხოვნა ორმაგდება, მისი თუნდაც 1% საქართველომ რომ დააკმაყოფილოს, დიდი შემოსავალი იქნება ქვეყანაში, - აღნიშნული განცხადება ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი კაკაურიძემ “ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებთან შეხვედრისას გააკეთა.

მისივე თქმით, კანაფის მოყვანა-კულტივაციიდან მისაღები შემოსავლები დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ რა დაშვებებით მიიღებს პარლამენტი კანონს.

“რა განცხადებებიც გაკეთდა, საუბარი იყო ეკონომიკაში დამატებით შემოსავალზე. ეს ძალიან ბევრ დაშვებაზეა დამოკიდებული, თუ რა ტიპის კანონი იქნება მიღებული, თუ საერთოდ იქნა კანონი მიღებული, რა დაშვებები იქნება კანონით, რამდენი ლიცენზიანტი შეიძლება არსებობდეს, რამდენი ჰექტარი შეიძლება არსებობდეს. შემიძლია გითხრათ, რომ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის პროგნოზებით, დაახლოებით 2025 წლამდე, სამედიცინო მარიხუანას პროდუქციის გამოშვება ორმაგდება და დაახლოებით 25-დან 50 მილიარდ დოლარამდე იზრდება. ეს ის პროგნოზია, რაც მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციას აქვს. კანონპროექტში ბევრი რაღაც არ წერია, რაც უნდა გაიწეროს. არ წერია ბევრი რიცხვი, რაზეც შემდგომში კონკრეტული გათვლები იქნება დამოკიდებული. როცა არის პროგნოზი და პოტენციალი, რომ ამ მიმართულებით მსოფლიო ბაზარზე მოთხოვნა ორმაგდება, მისი თუნდაც 1% რომ საქართველომ დააკმაყოფილოს, დიდი შემოსავალი იქნება არა თუ ბიუჯეტში, არამედ ქვეყანაში“, - განაცხადა გიორგი კაკაურიძემ.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო