ირმა ნადირაშვილი - სალომე ზურაბიშვილის მიმართ არ ხდება ცილისწამება - როდესაც მას  მიიჩნევენ უღირს კანდიდატად, ეს არის მხოლოდ ვითარების აღწერა

სალომე ზურაბიშვილის მიმართ არ ხდება ცილისწამება. როდესაც მას მიიჩნევენ უღირს კანდიდატად, ეს არის მხოლოდ და მხოლოდ ვითარების აღწერა, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა ირმა ნადირაშვილმა განაცხადა.

ჟურნალისტები დაინტერესდნენ, რას ფიქრობს ირმა ნადირაშვილი სალომე ზურაბიშვილის განცხადებაზე, რომლის თანახმად, დღეს ქვეყანაში არაევროპული წინასაარჩევნო კამპანია მიმდინარეობს.

„სალომე ზურაბიშვილი წარმოადგენს „ქართული ოცნების" გუნდს. ეს არის ის პოლიტიკური ძალა, რომელიც ოპონენტებთან იყენებს მხოლოდ შერჩევით სამართალს, სიძულვილის ენას. ეს არის ჯგუფი რომელიც ჩვენ გვესროდა კვერცხებს, მათ კორცხელში სპორტსმენები გამოიყენეს, რათა მათთვის სასურველი შედეგი დადებულიყო არჩევნებში. ეს არის ჯგუფი, რომელიც მიმართავდა ყველა ბინძურ მეთოდს, მათ შორის მთავარი პროკურორის ოთახიდან დაკარგულ ზურაბ ჟვანიას ფოტოებს და 9 თვის ბავშვის დახრჩობას, რომელიც ჩვენს წინააღმდეგ გამოიყენეს.

კეთილი ინებოს და ნუ საუბრობს სალომე ზურაბიშვილი არაევროპულ კამპანიაზე. მის მიმართ არ ხდება ცილისწამება. როდესაც მას მიიჩნევენ უღირს კანდიდატად, ეს არის მხოლოდ და მხოლოდ ვითარების აღწერა, იმიტომ, რომ ადამიანი, რომელიც საკუთარ ქვეყანას ადანაშაულებს ომის დაწყებაში, ის უნდა მოიხსენიო ისე, რასაც წარმოადგენს", - განაცხადა ირმა ნადირაშვილმა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა