სოფო კილაძე, სავარაუდოდ, მირზა სუბელიანის მონაწილეობით გავრცელებულ ჩანაწერზე - ნებისმიერ ნორმალურ სახელმწიფოში მსგავს საქმეზე უნდა დადგეს გამოძიების შედეგები

პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე, სოფო კილაძე მიიჩნევს, რომ გავრცელებულ ფარულ აუდიო-ჩანაწერებთან დაკავშირებით გამოძიება სერიოზულად უნდა დაინტერესდეს. დეპუტატი დარწმუნებულია, რომ ყველა კითხვას გაეცემა პასუხი.

„ეს არის საკითხი, რაზეც გამოძიებამ უნდა გასცეს შესაბამისი პასუხი. მე გამიჭირდება დღეს რაიმე დეტალურის თქმა. ვფიქრობ, ამ საკითხით სერიოზულად უნდა დაინტერესდეს გამოძიება. მე როგორც ვიცი, ამ ჩანაწერების საქმეზე 12 ოქტომბერს დაიწყო გამოძიება. დაველოდოთ და მე დარწმუნებული ვარ, გვექნება ინფორმაცია ამ ჩანაწერებთან დაკავშირებით უახლოეს მომავალში. ამ საკითხზე ალბათ ბევრი კითხვა დაისმება. მათ შორის ისიც, ხომ არ არის ჩანაწერი სპეციალურად გაკეთებული. შეიძლება იყოს გამიზნულად ჩაწერილი, შეიძლება - არა. მე ვერც ერთს ვერ დავამტკიცებ. გამოსავალი იქნება ის, რომ გამოძიებამ დეტალურად გასცეს ამ კითხვებს პასუხები. მე მოვუწოდებ სამართალდამცავ ორგანოებს, რომ მაქსიმალურად სწრაფად გამოიძიონ ეს საქმე, ყველანაირ რაკურსში. უამრავჯერ უკვე დადგმულია სპექტაკლები და რეალურად, საზოგადოებაში ამით ცდილობენ შექმნან ქაოსი. არ ვიცი, დაზუსტებით ვერაფერს გეტყვით. ნებისმიერ ნორმალურ სახელმწიფოში მსგავს საქმეზე უნდა დადგეს გამოძიების შედეგები", - განაცხადა სოფო კილაძემ.

ტელეკომპანია „რუსთავი 2“, სავარაუდოდ, ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდების საქმეზე დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დაკავებული მირზა სუბელიანის, დეპუტატ ვიქტორ ჯაფარიძის და დევნილთა სამინისტროს ყოფილი თანამშრომლის აუდიო ჩანაწერს ავრცელებს.

ტელეკომპანიის ინფორმაციით, ჩანაწერი გლდანის #8 სასჯელაღსრულების დაწესებულებაშია გაკეთებული.

„რუსთავი 2“-ის ინფორმაცით, ჩანაწერების მიხედვით, სავარაუდოდ, მირზა სუბელიანი საუბრობს, რომ ის საკუთარი ნებით ჩაჯდა ციხეში და გაურიგდა ხელისუფლებას, მაგრამ სუბელიანი უკმაყოფილებას გამოთქვამს მმართველი გუნდის დამოკიდებულებით და ამბობს, რომ ხელისუფლება ჯეროვნად ვერ აფასებს მის ერთგულებას.

ასევე ჩანაწერში ნახსენები არიან ყოფილი მთავარი პროკურორები არჩილ კბილაშვილი და ირაკლი შოთაძე, ყოფილი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი. სუბელიანი ამბობს, რომ მას ეკა ბესელიასა და უდო-ს კომისიის ურთიერთობებზეც აქვს ინფორმაცია და ამ თემაზე დაკითხულიც იყო.

ასევე ნახსენებია ვანო მერაბიშვილის საქმე და ხაზგასმულია, რომ ეს ყველაფერი ჩაწერილი და დაარქივებულია. ამასთან, ჩანაწერის მიხედვით, სავარაუდოდ, მირზა სუბელიანი აცხადებს, რომ ის წინასწარ არის შეთანხმებული ხელისუფლებასთან, როდის უნდა დადგეს მისი განაჩენი და რამდენი ხნით უნდა იჯდეს ციხეში - ერთი წელი პატიმრობა და ერთი წელი პირობითი მსჯავრი.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს