აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრი - სომხეთში დაგეგმილი არჩევნების შემდეგ უფრო ნათელი გახდება, რამდენად არის ეს ქვეყანა მზად მშვიდობისა და სტაბილურობისთვის

აზერბაიჯანისა და სომხეთის ლიდერებისა და საგარეო საქმეთა მინისტრების კონტაქტები მთიანი ყარაბაღის საკითხის დარეგულირებას დადებით იმპულსს აძლევენ, - ამის შესახებ ლუქსემბურგში „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე აზერბაიჯანის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ელმარ მამედიაროვმა განაცხადა.

„ჩემი ორი შეხვედრა სომეხ კოლეგასთან ბრიუსელსა და ნიუ-იორკში, აზერბაიჯანის პრეზიდენტისა და სომხეთს პრემიერ-მინისტრის შეხვედრა ტაჯიკეთში და ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაცია გვაძლევს დადებით იმპულსს კონფლიქტის მოგვარებისთვის. სომხეთში დაგეგმილი არჩევნების შემდეგ უფრო ნათელი გახდება, რამდენად არის ეს ქვეყანა მზად მშვიდობისა და სტაბილურობისთვის“, - განაცხადა მამედიაროვმა.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს