EBRD-ი საქართველოში ვაჭრობის ახალ მხარდამჭერ ინიციატივას Trade Ready იწყებს

დღეს, EBRD-მა ვაჭრობის ახალი პროექტი Trade Ready საქართველოში წარადგინა, რომელიც მცირე და საშუალო ზომის საწარმოებს საერთაშორისო ბაზრებზე კონკურენტუნარიანობის გაძლიერებაში დაეხმარება.

Trade Ready, დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ „ევროკავშირი საქართველოსთვის" ინიციატივის ფარგლებში.

იმ ქვეყანაში, სადაც EBRD ახორციელებს ინვესტიციებს მცირე და საშუალო ზომის საწარმოებისთვის საერთაშორისო სავაჭრო ნაკადებში მზარდი ინტეგრაცია წარმოადგენს, როგორც შესაძლებლობას, ასევე გამოწვევას.

Trade Ready მიზნად ისახავს აღნიშნული გამოწვევების დაძლევას და სხვა ამ თემასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას.

როგორც EBRD-ში აცხადებენ, ახალი ინიციატივა სთავაზობს მცირე და საშუალო ზომის საწარმოებს ვაჭრობის დაფინანსებაზე წვდომას, ადგილობრივ ბანკებთან ბიზნესკონტაქტების გამყარებას და პოლიტიკის დიალოგის გზით მარეგულირებელი გარემოს გაუმჯობესებას.

საქართველო პირველი ქვეყანაა კავკასიაში, რომელიც Trade Ready-ით ისარგებლებს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა