გიორგი ვაშაძე გავრცელებულ ჩანაწერებზე - ეს არის ივანიშვილის ის რეჟიმი, რომელიც ქვეყანაში ჩამოყალიბდა

ეს არის ივანიშვილის ის რეჟიმი, რომელიც ქვეყანაში ჩამოყალიბდა, - ასე აფასებს გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშიას" საარჩევნო კამპანიის ხელმძღვანელი გიორგი ვაშაძე ახალ აუდიოჩანაწერებს.

ვაშაძის თქმით, გავრცელებული აუდიოჩანაწერები ადასტურებს, რომ ქვეყანა ბანდფორმირებების მიერ იმართება.

„ჩვენ ვნახეთ ჩანაწერი, რომელიც ადასტურებს ბანდფორმირებების იმ უკანონო ქმედებას, რომელიც ქვეყანაშია, დაწყებული პირდაპირი მითითებებით მოწმეების დაშინების, წამების ფაქტებით. რაც ყველაზე საგანგაშოა, ამაში ჩართულები არიან ის ადამიანები, სამართალდამცველი ორგანოების წარმომადგენლები, რომლებიც წესით ადამიანების უსაფრთხოების დამცველები უნდა იყვნენ. ეს არის ივანიშვილის ის რეჟიმი, რომელიც ქვეყანაში ჩამოყალიბდა და ეს ყველაფერი უნდა დამთავრეს არჩევნებით, რასაც აქვს დიდი მნიშვნელობა",- განაცხადა ვაშაძემ.

„რუსთავი 2“-მა, სავარაუდოდ, ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდების საქმეზე დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დაკავებული მირზა სუბელიანის ფარული აუდიო ჩანაწერი ორი დღის წინ გაავრცელა.

ტელეკომპანიის ინფორმაციით, ჩანაწერი გლდანის #8 სასჯელაღსრულების დაწესებულებაშია გაკეთებული და მასთან ერთად საკანში „ქართული ოცნების“ დეპუტატი მესტიიდან, ვიქტორ ჯაფარიძე და ლტოლვილთა სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსანი, გენერალური ინსპექციის ყოფილი თანამშრომელი დათო ცუხიშვილი იმყოფება.

ჩანაწერების მიხედვით, სავარაუდოდ, მირზა სუბელიანი საუბრობს, რომ ის საკუთარი ნებით ჩაჯდა ციხეში და გაურიგდა ხელისუფლებას, მაგრამ სუბელიანი უკმაყოფილებას გამოთქვამს მმართველი გუნდის დამოკიდებულებით და ამბობს, რომ ხელისუფლება ჯეროვნად ვერ აფასებს მის ერთგულებას.

ასევე ჩანაწერში ნახსენები არიან ყოფილი მთავარი პროკურორები არჩილ კბილაშვილი და ირაკლი შოთაძე, ყოფილი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი. სუბელიანი ამბობს, რომ მას ეკა ბესელიასა და უდო-ს კომისიის ურთიერთობებზეც აქვს ინფორმაცია და ამ თემაზე დაკითხულიც იყო.

ასევე ნახსენებია ვანო მერაბიშვილის საქმე და ხაზგასმულია, რომ ეს ყველაფერი ჩაწერილი და დაარქივებულია. ამასთან, ჩანაწერის მიხედვით, სავარაუდოდ, მირზა სუბელიანი აცხადებს, რომ ის წინასწარ არის შეთანხმებული ხელისუფლებასთან, როდის უნდა დადგეს მისი განაჩენი და რამდენი ხნით უნდა იჯდეს ციხეში - ერთი წელი პატიმრობა და ერთი წელი პირობითი მსჯავრი.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა