მირზა სუბელიანთან ადვოკატები შევიდნენ

გლდანის მე-8 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, პროკურატურის ყოფილ მაღალჩინოსან მირზა სუბელიანთან ადვოკატები - ეკა ხუციშვილი და ინგა ჩალაური შევიდნენ.

ადვოკატ ეკა ხუციშვილმა პენიტენციურ დაწესებულებაში შესვლამდე ჟურნალისტებთან მცირე კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ მირზა სუბელიანთან პოზიციის შესათანხმებლად შედიან.

"გუშინ გავიგე ჩანაწერის შესახებ და დღეს მას ვხვდებით პირველად. ამ დრომდე აღნიშნულ საკითხზე არასდროს გვისაუბრია. საკითხზე მისი პოზიცია არ ვიცი და თავს ვიკავებ განცხადებისგან," - განაცხადა ეკა ხუციშვილმა.

პროკურატურის ინფორმაციით, დღეს უნდა მოხდეს პენიტენციურ დაწესებულებაში მირზა სუბელიანის გამოკითხვა. კითხვაზე: დაესწრებიან თუ არა ადვოკატები მირზა სუბელიანის გამოკითხვას, ეკა ხუციშვილის თქმით, მირზა სუბელიანთან შეთანხმების გარეშე წინასწარ ვერ ისაუბრებს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო