ირაკლი აბესაძე - ფარულ ჩანაწერებზე შს მინისტრმა, მთავარმა პროკურორმა და პრემიერმა პარლამენტის წინაშე ოფიციალური განმარტებები უნდა გააკეთონ

გავრცელებულ ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით შს მინისტრმა, მთავარმა პროკურორმა და პრემიერ-მინისტრმა უნდა გააკეთონ ოფიციალური განმარტებები პარლამენტის წინაშე, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს" წევრმა ირაკლი აბესაძემ გავრცელებული ფარული ჩანაწერების კომენტირებისას განაცხადა.

"ერთი მხრივ, ფარულმა ჩანაწერებმა და მეორე მხრივ, უმრავლესობის ცინიკურმა განცხადებებმა გამოაშკარავა ძალიან მძიმე რეალობა, რომ ქვეყანაში სახელმწიფო სტრუქტურები იმართება არაფორმალურად. ასეთი ხელისუფლების პირობებში ამ საქმეზე ობიექტური რეალობის დადგენა არის შეუძლებელი, ამიტომ აუცილებელია არჩევნების გზით ხელისუფლების შეცვლა. მანამდე შს მინისტრმა, მთავარმა პროკურორმა და პრემიერ-მინისტრმა უნდა გააკეთონ ოფიციალური განმარტებები როგორც პარლამენტის წინაშე, ისე საზოგადოებისთვის, თუ რატომ ხდება ის რაც ხდება", - განაცხადა აბესაძემ.

შეგახსენებთ, რომ ტელეკომპანია „რუსთავი 2“ სავარაუდოდ ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდების საქმეზე დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დაკავებული მირზა სუბელიანის ფარულ აუდიო ჩანაწერს ავრცელებს.

ტელეკომანიის ინფორმაციით, ჩანაწერი გლდანის #8 სასჯელაღსრულების დაწესებულებაშია გაკეთებული და მასთან ერთად საკანში „ქართული ოცნების“ დეპუტატი მესტიიდან, ვიქტორ ჯაფარიძე და ლტოლვილთა სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსანი, გენერალური ინსპექციის ყოფილი თანამშრომელი დათო ცუხიშვილი იმყოფება.

„რუსთავი 2“-ის ინფორმაცით, ჩანაწერების მიხედვით სავარაუდოდ მირზა სუბელიანი საუბრობს, რომ ის საკუთარი ნებით ჩაჯდა ციხეში და გაურიგდა ხელისუფლებას, მაგრამ სუბელიანი უკმაყოფილებას გამოთქვამს მმართველი გუნდის დამოკიდებულებით და ამბობს, რომ ხელისუფლება ჯეროვნად ვერ აფასებს მის ერთგულებას.

ასევე ჩანაწერში ნახსენები არიან ყოფილი მთავარი პროკურორები კბილაშვილი და შოთაძე, ყოფილი პრემიერ-მინისტრი ღარიბაშვილი, რომლებიც მასთან საქმეების მოსაგვარებლად დადიოდნენ. სუბელიანი ამბობს, რომ მას ეკა ბესელიასა და უდოს კომისიის ურთიერთობებზეც აქვს ინფორმაცია და ამ თემაზე დაკითხულიც იყო.

ასევე ნახსენებია ვანო მერაბიშვილის საქმე და ხაზგასმულია, რომ ეს ყველაფერი ჩაწერილი და დაარქივებულია. ამასთან, ჩანაწერის მიხედვით სავარაუდოდ, მირზა სუბელიანი აცხადებს, რომ ის არის შეთანხმებული ხელისუფლებასთან, როდის უნდა დადგეს მისი განაჩენი და რამდენი ხნით უნდა იჯდეს ციხეში - ერთი წელი პატიმრობა და ერთი წელი პირობითი მსჯავრი.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს