გიორგი მარგველაშვილი - იმ ადამიანებს მინდა მივმართო, ვინც იარაღით ხელში იცავთ ქვეყანას: მიუხედავად პოლიტიკური დებატებისა, თქვენი მოვალეობაა, დაიცვათ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა

არასდროს დადგება კითხვის ნიშნის ქვეშ საქართველოს უფლება გაანადგუროს მტერი თავის ტერიტორიაზე, დაიცვას ქვეყნის სუვერენიტეტი და ეს არის ის უფლება რაზეც შენდება სახელმწიფო, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა პრეზიდენტის სასახლეში მიმდინარე პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისი თქმით, ამ საკითხთან დაკავშირებით შემაშფოთებელი განცხადებები ესმის. მანვე ჯარისკაცებს მიმართა და აღნიშნა, რომ საქართველო მათით ამაყობს.

„ვადევნებ თვალყურს მიმდინარე მოვლენებს. მაქვს მოლოდინი, რომ მიმდინარე საარჩევნო კამპანია და საპრეზიდენტო არჩევნები უნდა გახდეს ქვეყნის დემოკრატიის გზაზე წინგადადგმული ნაბიჯი. ჩემთვის, შემაშფოთებელი ნიშნები დავინახე. როგორც ამ ქვეყნის მოქალაქეს, პრეზიდენტს და უმაღლეს მთავარსარდალს, ჩემთვის მნიშვნელოვანია ქართული ჯარის საკითხი. არსებული კამპანიის მიმდინარეობისას ჩემთვის შემაშფოთებელი იყო ეს თემა. დღეს, იმ ადამიანებს მინდა მივმართო ვინც იარაღით ხელში ჩვენს ქვეყანას იცავთ: იცოდეთ, მიუხედავად პოლიტიკური დებატებისა, თქვენი წმინდა მოვალეობაა, დაიცვათ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა, იყოთ მტკიცე თქვენი სიცოცხლის, პროფესიონალიზმის მეშვეობით ჩვენი მოქალაქეების დაცვაში. არასდროს დადგება კითხვის ნიშნის ქვეშ საქართველოს უფლება გაანადგუროს მტერი თავის ტერიტორიაზე, დაიცვას ქვეყნის სუვერენიტეტი და ეს არის ის უფლება რაზეც შენდება სახელმწიფო. თქვენი გმირობა ბრძოლის ველზე ყოველთვის იყო და იქნება დაფასებული. ქართველი ხალხი მადლიერია თქვენი თავგანწირვით. ამ პოლიტიკურმა დებატებმა თქვენზე არ უნდა იმოქმედოს. იცოდეთ, რომ საქართველო, რომელიც ოკუპირებულია რუსეთის მიერ და რომელიც უსამართლო და უსაფუძვლო ომში იქნა თავდასხმის ობიექტი, ამ საქართველოსთვის სამსახურს მოქალაქეები გიფასებენ და მადლიერნი არიან ამისთვის“, - განაცხადა პრეზიდენტმა.

იხილეთ ვიდეო: პრეზიდენტის საგანგებო განცხადება - მარგველაშვილის პოზიცია მიმდინარე მოვლენებზე

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო