პრეზიდენტი - ქვეყანაში რაიმე სახის ნარკოტიკული საშუალების წარმოება  ჩემთვის სრულიად მიუღებელია

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ქვეყანაში რაიმე სახის ნარკოტიკული საშუალების წარმოების წინააღმდეგია.

როგორც პრეზიდენტმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, მისთვის გაუგებარია დებატები, რომელიც ამ საკითხზე ამ დრომდე გრძელდება.

ქვეყნის პირველი პირი მიიჩნევს, რომ ნარკოტიკების მწარმოებლის იმიჯი საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს ძალიან დააზიანებს.

„არსებულ პოლიტიკურ განხილვებში ჩემთვის გაუგებარი იყო ის დებატები, რომელიც ჯერ კიდევ მიმდინარეობს ნარკოტიკული ნივთიერებების წარმოების უფლების თაობაზე. საზოგადოებამ იცის და მე არასოდეს დამიმალავს, რომ ნარკომომხმარებლების მიმართ ვარ ლოიალური. არაერთი ნარკომომხმარებელი შემიწყალებია და არ მიმაჩნია, რომ ისინი უნდა ისხდნენ ციხეში, როგორც კრიმინალები. ამ ფონზე სრულიად მიუღებელია ჩემთვის ნარკოტიკული საშუალებების წარმოება საქართველოში და მიუღებელია ორი მთავარი პოზიციიდან გამომდინარე - თუკი ჩვენ გავხდებით ნარკოტიკების მწარმოებელი ქვეყანა, ჩვენ ნამდვილად ვერ გავაკონტროილებთ ეფექტურად ნარკოტიკების გავრცელებას და ბევრად მეტი ადამიანი გახდება ამ სენის მსხვერპლი. მეორე ფაქტორია საგარეო პოლიტიკური თვალსაზრისი - საქართველო, როგორც ნარკოტიკების მწარმოებელი ქვეყანა - ეს არ არის ის იმიჯი, რისთვისაც ჩვენ ვუყვარვართ, გვაფასებენ, რის გამოც მხარს გვიჭერენ და გვიცავენ. ეს არის ძალიან რთული იმიჯი, რომელსაც შეიძლება მოყვეს რთული შედეგები. საქართველო ვერ იქნება ვერც მარიხუანის და ვერც სხვა ნარკოტიკული საშუალების მწარმოებელი ქვეყანა. ეს იარლიყი არ შეიძლება ჩვენს სამშობლოს მიეწეროს“, - განაცხადა მარგველაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტში ინიცირებულია კანონპროექტი მარიხუანას სამედიცინო მიზნებით კულტივაციის შესახებ. საკითხზე ატეხილი აჟიოტაჟის გამო კანონპროექტის განხილვა ორი თვით გადაიდო.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა