ეკა ბესელიამ ცხარე დებატების შემდეგ, სალომე სამადაშვილს კომიტეტის სხდომა დაატოვებინა

იურიდულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ეკა ბესელიამ ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრს, სალომე სამადაშვილს კომიტეტის სხდომა დაატოვებინა.

ცხარე დებატები დეპუტატებს შორის მას შემდეგ დაიწყო, რაც სალომე სამადაშვილმა მირზა სუბელიანთან დაკავშირებულ ჩანაწერებზე „ქართული ოცნების“ მისამართით კრიტიკული განცხადებები გააკეთა და თქვა, რომ სუბელიანსა და ფარცხალაძეს ხელისუფლების წარმომადგენლები მძევლად ჰყავთ აყვანილი.

ეკა ბესელიამ სამადაშვილს თავდაპირველად მოუწოდა დამორჩილებოდა რეგლამენტს, ამასთან, მან სალომე სამადაშვილს საპასუხო პოლიტიკური ბრალდებებით მიმართა.

„თქვენ წარმოადგენთ „ნაციონალურ მოძრაობას“, რომელსაც მთელი საზოგადოება ჰყავდა მძევლად აყვანილი, თქვენი დრო დასრულდა. ვერ გიშველით სპექტაკლი ან მიბრძანდით ან გაჩუმდით“, - მიმართა ბესელიამ სამადაშვილს და აქვე მას „მიშას თოჯინა“ უწოდა.

მანამდე, სალომე სამადაშვილმა გააკეთა შემდეგი შინაარსის განცხადება: „ფარცხალაძე მოიყვანეთ აქ, ბიძინას თოჯინის მოსმენა მოგვბეზრდა“.

ბესელიამ კომიტეტის სხდომაზე კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ მირზა სუბელიანთან დაკავშირებით ჩანაწერებზე პარლამენტში მოსმენა გაიმართება.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა