ირაკლი კობახიძე გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ახლად დანიშნულ საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან ჰუბერტ კნირშთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა.

პარლამენტის ინფორმაციით, ირაკლი კობახიძემ ელჩს თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და გერმანიის მხრიდან საქართველოს სახელმწიფოებრიობის განმტკიცებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის მადლობა გადაუხადა.

პარლამენტის თავმჯდომარემ ხაზგასმით აღნიშნა ქვეყანაში მიმდინარე დემოკრატიული რეფორმირების პროცესში გერმანული ორგანიზაციებისა და ფონდების, ასევე, გერმანიის ბუნდესტაგის როლი.

მხარეებმა ორმხრივი ურთიერთობის საკითხებზე ისაუბრეს. მათი შეფასებით, ყველა სფეროში თანამშრომლობის გაძლიერების მნიშვნელოვანი პოტენციალი არსებობს. ყურადღება გამახვილდა საპარლამენტთაშორისო კავშირების კიდევ უფრო გააქტიურებაზე.

ირაკლი კობახიძემ და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩმა მჭიდრო თანამშრომლობისთვის მზადყოფნა დაადასტურეს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა