საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატა ევროპის მეწარმეთა პარლამენტის მუშაობაში ჩაერთო

საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტი ნინო ჩიქოვანი ქალაქ ბრიუსელში გამართულ ევროპის მეწარმეთა პარლამენტში მონაწილეობდა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატიდან აცნობეს, ღონისძიება ევროპალატის მიერ იყო ორგანიზებული. აღნიშნულმა პლატფორმამ ევროპის 45 ქვეყნის 750 ბიზნეს-დელეგატი გააერთიანა, რომელთა შორის იყვნენ როგორც სავაჭრო-სამრეწველო პალატები, ასევე საწარმოები. დელეგატებს შესაძლებლობა მიეცათ მონაწილეობა მიეღოთ დებატებში ბიზნესთან დაკავშირებულ მნიშვნელოვან საკითხებზე.

ღონისძიება ევროპარლამენტის და ევროპალატის პრეზიდენტებმა: ანტონიო ტაჯანიმ და კრისტოფ ლეიტლმა გახსნეს. პირველი სესია კვალიფიციური კადრების ნაკლებობის თემას დაეთმო. განხილვის საგანი იყო თუ რამდენად ჩართულია კერძო ბიზნესი პროფესიული პროგრამების განვითარების საკითხებში. მეორე სესია მოიცავდა ვაჭრობასა და საინვესტიციო შესაძლებლობებს, ხოლო მესამე სესია ბიზნესთან მიმართებაში ევროპის გრძელვადიან გეგმებს დაეთმო.

საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის ინფორმაციით, აღნიშნული ღონისძიება ტარდება ორ წელიწადში ერთხელ და მისი მიზანია ევროპულ ორგანიზაციებსა და ბიზნეს-სექტორს შორის ურთიერთობების გაღრმავება. EPE-ის პლატფორმა შესაძლებლობას აძლევს ევროკავშირის ინსტიტუტებს, უკეთ გაიცნონ ბიზნესის ინტერესები და მათთან დებატებში ჩაერთონ.

ბრიუსელში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდნეტმა ნინო ჩიქოვანმა, ევროპალატის პლენარული ასამბლეის ფარგლებში დირექტორთა საბჭოს შეხვედრაშიც მიიღო მონაწილეობა. ღონისძიების ფარგლებში განისაზღვრა ევროპალატის 2019 წლის გეგმები და ბიუჯეტი.

ევროპალატა უმსხვილესი ბიზნეს-გაერთიანებაა ევროკავშირში. მასში გაწევრიანებულია 45 სავაჭრო პალატა, მათ შორის ევროპული და ევროპის აღმოსავლეთ პარტნიორობის სახელმწიფოების ნაციონალური პალატები (აფილირებული და კორესპონდენტი წევრების სახით). წევრი პალატების ხაზით ევროპალატა ფარავს: 1700 რეგიონალურ პალატას და 20 მილიონ კომპანიას. მათგან 93 % მცირე და საშუალო საწარმოებია. საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატა ევროპალატის წევრია, ხოლო მისი პრეზიდენტი ნინო ჩიქოვანი ევროპალატის დირექტორთა საბჭოს წევრად უკვე ორი ვადით იყო არჩეული.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო