გიორგი მარგველაშვილი - საზოგადოებამ და პოლიტოლოგებმა შეაფასონ ჩემი შეცდომები - სხვათაშორის, პოლიტოლოგებს ეს კარგად გამოსდით

საზოგადოებამ და პოლიტოლოგებმა შეაფასონ ჩემი შეცდომები. სხვათაშორის, პოლიტოლოგებს ეს კარგად გამოსდით, - ასე უპასუხა პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა „ინტერპრესნიუსის" კითხვას, რომელიც პრეზიდენტობის 5-წლიანი პერიოდის განმავლობაში მის მიერ დაშვებულ მთავარ შეცდომებს უკავშირდებოდა. როგორც მარგველაშვილმა აღნიშნა, ახლა მემუარების დრო არ არის.

„მე მგონია, რომ ეს შეცდომები უნდა შეაფასოს საზოგადოებამ და არა მე. ჯერ მემუარების დრო არ არის, სამწუხაროდ. ჩემი დღევანდელი მიმართვის პათოსი უფრო ჩემი შეშფოთებაა, ვიდრე ის, რომ მემუარების კონტექსტში გესაუბროთ. მემუარების კონტექსში კი საზოგადოებამ და პოლიტოლოგებმა შეაფასონ ჩემი შეცდომები. სხვათაშორის, პოლიტოლოგებს ეს კარგად გამოსდით,"- განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო