მარიამ ჯაში - სალომე ზურაბიშვილს შეუძლია საზოგადოების, ქართული დიასპორის გაერთიანება

„სალომე ზურაბიშვილს შეუძლია საზოგადოების, ქართული დიასპორის გაერთიანება და დარწმუნებული ვარ, ეს არის მხოლოდ დასაწყისი“, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის უმრავლესობის წევრმა მარიამ ჯაშმა მცხეთაში მოსახლეობასთან შეხვედრისას განაცხადა, რომელმაც დამოუკიდებელი საპრეზიდენტო კანდიდატის მიართ მხარდაჭრა გამოხატა.

„სალომე ზურაბიშვილმა კონსტიტუციის დონეზე განსაკუთრებული როლი შეასრულა ჩვენი დიასპორისთვის ორმაგი მოქალაქეობის გარანტიების შექმნაში. თუკი საქართველოდან წასული ემიგრაცია მეორე ქვეყნის მოქალაქეობის მიღების შემთხვევაში კარგავდა მოქალაქეობას და წყდებოდა ჯაჭვი საქართველოსთან, სალომე ზურაბიშვილის დამსახურებით, ორმაგი მოქალაქეობის საკითხი აბსოლუტურად სხვაგვარად დარეგულირდება და ავტომატურად მოქალაქეობის გაუქმება აღარ მოხდება. ეს ნიშნავს იმას, რომ თითქმის მილიონამდე ჩვენი თანამოქალაქე ისევ იქნება სრულყოფილი წევრი ჩვენი საზოგადოების და მთლიანად ჩართული იმ საზოგადოებრივ თუ პოლიტიკურ ცხოვრებაში, რომელიც საქართველოში მიმდინარეობს. ეს არის მისი მხრიდან დამტკიცებული საქმე, რომ მას შეუძლია საზოგადოების, ქართული დიასპორის გაერთიანება და დარწმუნებული ვარ, ეს არის მხოლოდ დასაწყისი. სწორედ ასეთი ქალბატონი სალომე ზურაბიშვილის მხარდაჭერას გთხოვთ და დიდი იმედი მაქვს, რომ ჩვენი ერთობლივი თანადგომით, ქალბატონი სალომე ამ ურთულეს ბრძოლას მიიყვანს გამარჯვებამდე!“, – განაცხადა ჯაშმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა