გედევან ფოფხაძე გავრცელებულ ჩანაწერზე -  პატიმრობაში მყოფებისგან  ისეთი ისტორიები მომისმენია, რომელიც არანაირად არ შეიძლება რეალობასთან ახლოს იყოს

პატიმრობაში მყოფი ადამიანებისგან ისეთი ისტორიები მომისმენია, რომელიც არანაირად არ შეიძლება რეალობასთან ახლოს იყოს, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გედევან ფოფხაძემ გავრცელებული ფარული აუდიო-ჩანაწერების კომენტირებისას განაცხადა.

„ძალიან მნიშვნელოვანია გავიგოთ, რატომ ხდება ასეთი ფაქტების გასაჯაროება. მე ხშირად ვხვდებოდი სასჯელაღსრულების დაწესებულებებში და ტექნიკურად შეუძლებელი იყო ჩამეწერა ჩემი საუბარი პატიმართან. ეს ჩემთვის სრულიად წარმოუდგენელი იყო. სახელმწიფოს პასუხისმგებლობა აქვს, თუ როგორ მოხდა ამ ინფორმაციის გამოსვლა. პატიმრობაში მყოფი ადამიანებისგან ისეთი ისტორიები მომისმენია, რომელიც არანაირად არ შეიძლება რეალობასთან ახლოს იყოს. ხალხი იმ მდგომარეობაშია, რომ გარკვეულ ფსიქოლოგიურ წნეხს განიცდის. მე მქონია ძალიან ბევრ პატიმართან შეხვედრა. ზოგი აბსოლუტურად ადეკვატურია, მაგრამ ზოგი მოვლენების არასწორი აღქმით არის დაკავებული, ფსიქოლოგიური ზეწოლის გამო. მე უნდა გავარკვიო სიმართლე, რა არის რეალობა. უნდა დავაზუსტოთ რამდენად რეალურია ის, რაზეც სუბელიანი საუბრობს", - განაცხადა ფოფხაძემ.

მისივე თქმით, კოლეგა ვიქტორ ჯაფარიძესთან აღნიშნულ საკითხზე კომუნიკაცია არ ჰქონია, თუმცა პრობლემას ვერც ამაში ხედავს.

ტელეკომპანია „რუსთავი 2“ სავარაუდოდ ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდების საქმეზე დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დაკავებული მირზა სუბელიანის ფარულ აუდიო ჩანაწერს ავრცელებს.

ტელეკომპანიის ინფორმაციით, ჩანაწერი გლდანის #8 სასჯელაღსრულების დაწესებულებაშია გაკეთებული და მასთან ერთად „ქართული ოცნების“ დეპუტატი მესტიიდან, ვიქტორ ჯაფარიძე და ლტოლვილთა სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსანი, გენერალური ინსპექციის ყოფილი თანამშრომელი დათო ცუხიშვილი იმყოფება.

„რუსთავი 2“-ის ინფორმაცით, ჩანაწერების მიხედვით სავარაუდოდ მირზა სუბელიანი საუბრობს, რომ ის საკუთარი ნებით ჩაჯდა ციხეში და გაურიგდა ხელისუფლებას, მაგრამ სუბელიანი უკმაყოფილებას გამოთქვამს მმართველი გუნდის დამოკიდებულებით და ამბობს, რომ ხელისუფლება ჯეროვნად ვერ აფასებს მის ერთგულებას.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა