ირაკლი კობახიძე არაბთა გაერთიანებული საამიროების ელჩს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე არაბთა გაერთიანებული საამიროების ელჩს, ისა ალბაშა ალნოაიმს შეხვდა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს პარლამენტიდან აცნობეს, მხარეებმა ორმხრივი ურთიერთობები მიმოიხილეს. ყურადღება გამახვილდა ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკურ, საინვესტიციო და ტურიზმის სფეროში ურთიერთობაზე, ასევე ტვირთბრუნვის ზრდის პერსპექტივაზე.

ხაზგასმით აღინიშნა საქართველოსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს შორის ტურიზმის სფეროში არსებული პოზიტიური დინამიკა. ელჩის შეფასებით, სპარსეთის ყურის ქვეყნებში საქართველოს სამთო-სათხილამურო კურორტებით დაინტერესება იზრდება.

მისივე თქმით, ქვეყანაში არსებული უსაფრთხო გარემო და სწრაფად განვითარებადი მომსახურების სფერო განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ინვესტორებისა და ტურისტებისთვის.

შეხვედრის დასასრულს, ისა ალბაშა ალნოაიმმა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს არაბეთის გაერთიანებულ საამიროებში დაგეგმილი მასშტაბური ღონისძიების - „ექსპო 2020“-ის მზადების პროცესის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა