გიორგი მარგველაშვილი - ვეტოები, ყველა კონსტიტუციური უფლება გამოვიყენე იმისთვის, რომ ეს სისტემა რეფორმირებულიყო

2012 წელს კი არა, სისტემა არ შეცვლილა 1992 წელს, 1995 წელს, არ შეიცვალა 2000-ში, არც 2003-ში, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. ჟურნალისტმა გიორგი მარგველაშვილს იმის თაობაზე დაუსვა კითხვა, რატომ არ შეიცვალა სისტემა 2012 წელს ხელისუფლების ცვლილებასთან ერთად. მარგველაშვილის შეფასებით, საბჭოთა მენტალობის სისტემის ვერშეცვლის მიზეზი ის არის, რომ ნებისმიერი ხელისუფლება ფიქრობს, რომ ის ამ სისტემას ცუდად არ გამოიყენებს. პრეზიდენტის აზრით, სისტემა კი არ უნდა დაინგრეს, არამედ უნდა რეფორმირდეს.

„2012 წელს კი არა, სისტემა არ შეცვლილა 1992 წელს, 1995 წელს, არ შეიცვალა 2000-ში, არც 2003-ში. საბჭოთა მენტალობის სისტემა, რომელიც გულისხმობს ძალოვანი სტრუქტურების სხვადასხვა ფორმით ჩარევას ეკონომიკურ და პოლიტიკურ ცხოვრებაში და იმ ადამიანების არამკაცრ გაკონტროლებას, ვისაც ჩვენ ლეგიტიმურად მივეცით სამართლის დაცვის უფლება, ეს სისტემა ეფექტურად მოდის და ვერ შეიცვალა. მიზეზი ამის ვერ შეცვლის არის გარკვეული მიდრეკილება, რომ კარგი მიზნებისთვის ასეთი სისტემის შენარჩუნება იქნებ კარგი ყოფილიყო. ნებისმიერი ხელისუფლება ამით აკეთებდა ლეგიტიმაციას- ჩვენ კარგები ვართ, ჩვენ ამას ცუდად არ გამოვიყენებთ.

სისტემა კი არ უნდა დაინგრეს, უნდა რეფორმირდეს. რამე ახალი კი არ უნდა მოვიგონოთ. სამოქალაქო სტრუქტურების მიერ ამ სისტემის ეფექტური გაკონტროლება უკვე ინგლისშიც არსებობს, შეერთებულ შტატებშიც და საფრანგეთშიც. უნდა გადმოიღო ის სტანდარტები, მაგრამ რა მივიღეთ? მივიღეთ ნაბიჯი წინ უშიშროების საბჭოს დემონტაჟის სახით. დღეს ქართული საზოგადოება კიდე ბოლომდე ვერ აფასებს იმ ნაბიჯს, რომელიც უშიშროების საბჭოს დემონტაჟის სახით გადაიდგა,"- განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

ჟურნალისტმა გიორგი მარგველაშვილს იმის თაობაზეც დაუსვა კითხვა, თუ რა გააკეთა მან როგორც პრეზიდენტმა იმისთვის, რომ საზოგადოებას არ ენახა ის ყველაფერი, რაც ბოლო პერიოდში გამოჩნდა. მარგველაშვილის თქმით, ის პირველივე ვეტოდან დაწყებული ამისთვის იბრძოდა.

„პირველი ვეტოდან დაწყებული ამისთვის ვიბრძვი. ჩემი პირველი ვეტო ეხებოდა მოსმენების თემას. რა გავაკეთე და ის გავაკეთე, რის გამოც მუდმივად კრიტიკის ობიექტი ვარ, ვიყავი და მომავალშიც ვიქნები. აბა სად წავლენ ჩემი კრიტიკის გარეშე. ვეტოები გამოვიყენე, ყველა კონსტიტუციური უფლება გამოვიყენე იმისთვის, რომ ეს სისტემა რეფორმირებულიყო,"- განაცხადა პრეზიდენტმა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს