ანრი ოხანაშვილი - „ნაცმოძრაობა“ და მისი სატელიტი პარტიები ცდილობენ,  რომ გამოიწვიონ საზოგადოება

„ნაციონალური მოძრაობა“ და მისი სატელიტი პარტიები პროვოკაციებით და უცენზურო სიტყვებით ცდილობენ, რომ გამოიწვიონ საზოგადოება, შექმნან შუღლი და ამით წარმოაჩინონ, თითქოს ადგილი აქვს არაჯანსაღ გარემოს, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ანრი ოხანაშვილმა განაცხადა.

ანრი ოხანაშვილის თქმით, მმართველი გუნდი არც ერთ პარტიას არ მისცემს უფლებას, წინასაარჩევნო გარემოს გადაყვანა პროვოკაციების ფონზე სცადოს.

„სტაბილური ფორმით ვაწარმოებთ ჩვენ წინასაარჩვენო კამპანიას. თქვენ მოგეხსენებათ, რომ ჩვენ მხარს ვუჭერთ დამოუკიდებელ კანდიდატს, ქალბატონ სალომეს, თუმცა, სამწუხაროდ, „ნაციონალური მოძრაობა“ და მისი სატელიტი პარტიები ყოველთვის ცდილობენ პროვოკაციებს და უცენზურო სიტყვებით, სალანძღავი სიტყვებით ცდილობენ, რომ გამოიწვიონ საზოგადოება, შექმნან შუღლი და ამითი წარმოაჩინონ, თითქოს ადგილი აქვს არაჯანსაღ გარემოს. ჩვენი პრინციპია მშვიდობიანი, ევროპული წინასაარჩევნო გარემოს შექმნა და ჩვენ ამ პრინციპს დავიცავთ. არც ერთ პარტიას არ მივცემთ იმის უფლებას, რომ ასეთი პროვოკაციების ფონზე სცადონ მათ ამ წინასაარჩევნო გარემოს გადაყვანა. ჩვენ მშვიდობიანად, ევროპული სტანდარტების დაცვით წარვმართავთ და გავაგრძელებთ წინასაარჩვენო გარემოს და ამ არჩევნებში დამაჯერებლად გაიმარჯვებს დამოუკიდებელი კანდიდატი, ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი“, - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო