ომბუდსმენის მოადგილე მოუწოდებს ყველას, ვისაც ინფორმაცია აქვთ მოწმეზე ზემოქმედების ან ვინმეს წამების შესახებ, სახალხო დამცველის აპარატს მიმართონ

სახალხო დამცველის აპარატი მოუწოდებს იმ პირებს, რომლებსაც ინფორმაცია აქვთ ისეთ უკანონო ქმედებებზე, როგორიც არის მოწმეზე ზემოქმედება ან ვინმეს წამება, მიმართოს სახალხო დამცველის აპარატს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ომბუდსმენის მოადგილემ გიორგი ბურჯანაძემ განუცხადა.

მისი თქმით, „რუსთავი 2"-ის ეთერით გავრცელებული აუდიოჩანაწერი გამოსაძიებელი და შესასწავლია, თუმცა თუ ამგვარ უკანონობას აქვს ადგილი, მასზე რეაგირება უნდა მოხდეს.

„ყველა ქმედება: ვინმეს წამება - მას გამონაკლისი არ აქვს და ბუნებრივია უკანონოა, მოწმეზე ზემოქმედება - მას არ აქვს გამონაკლისი და ყოველთვის უკანონოა, თუ ეს ასე იყო და მოხდა, ეს არის უკანონო და ამის ჩამდენი პირი უნდა დაისაჯოს. მაგრამ ეს საკითხი შესასწავლია.

თუ ვინმეს აქვს ამასთან დაკავშირებით ინფორმაცია, სახალხო დამცველის აპარატის სახელით შემიძლია მოვუწოდო, რომ მოგვმართონ. ჩვენ ამას შესაბამის მსვლელობას მივცემთ. მაქსიმალურად მკაცრი რეაგირება გვექნება აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, მაგრამ ამ ეტაპზე, ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, ჩანაწერის გარდა სხვა ინფორმაცია არ გვაქვს და მოკლებული ვართ რაიმე რეაგირების შესაძლებლობას. თუ მოგვეცემა და მოვიპოვებთ დამატებით ინფორმაციას, ბუნებრივია გვექნება შესაბამისი რეაგირება", - განაცხადა გიორგი ბურჯანაძემ.

შეგახსენებთ, ტელეკომპანია „რუსთავი 2“-მა სავარაუდოდ, ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდების საქმეზე დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დაკავებული მირზა სუბელიანის ფარული აუდიოჩანაწერი გაავრცელა. ტელეკომანიის ინფორმაციით, ჩანაწერი გლდანის #8 სასჯელაღსრულების დაწესებულებაშია გაკეთებული და მასთან ერთად საკანში „ქართული ოცნების“ დეპუტატი მესტიიდან, ვიქტორ ჯაფარიძე და ლტოლვილთა სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსანი, გენერალური ინსპექციის ყოფილი თანამშრომელი დათო ცუხიშვილი იმყოფება.

„რუსთავი 2“-ის ინფორმაცით, ჩანაწერების მიხედვით, სავარაუდოდ, მირზა სუბელიანი საუბრობს, რომ ის საკუთარი ნებით ჩაჯდა ციხეში და გაურიგდა ხელისუფლებას, მაგრამ სუბელიანი უკმაყოფილებას გამოთქვამს მმართველი გუნდის დამოკიდებულებით და ამბობს, რომ ხელისუფლება ჯეროვნად ვერ აფასებს მის ერთგულებას.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა