დავით ბაქრაძე - უმცირესობამ პარლამენტში შს მინისტრის და მთავარი პროკურორის მოსვლა მოითხოვა, ჩვენ, კითხვებზე პასუხები უნდა მივიღოთ

საპარლამენტო უმცირესობამ ჯერ კიდევ გუშინ მოითხოვა ოფიციალურად პარლამენტში შს მინისტრის და მთავარი პროკურორის მოსვლა. ჩვენ საზოგადოების სახელით უნდა დავსვათ კითხვები და მივიღოთ მასზე პასუხები, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ პრეზიდენტობის კანდიდატმა დავით ბაქრაძემ პარლამენტში შს მინისტრის დაბარებასა და გახმაურებულ ჩანაწერებთან დაკავშირებით განაცხადა.

დავით ბაქრაძის განცხადებით, ეს თემა არის იმდენად საგანგაშო და ყოვლისმომცველი, რომ რა თქმა უნდა, მხოლოდ პარლამენტში მინისტრების მისვლა ამ საკითხს ვერ ამოწურავს.

„საუკეთესო პასუხი არის 28 ოქტომრის არჩევნები, მაგრამ სწორედ იმისთვის, რომ საზოგადოებამ არჩევნებზე გასცეს პასუხი ამ და ბევრ სხვა თემას, აუცილებელია ადამიანების ინფორმირება, კითხვებზე პასუხების გაცემა და ამ თვალსაზრისით მინისტრების და მთავარი პროკურორის მოსვლა პარლამენტში, რა თქმა უნდა, არის მნიშვნელოვანი და აუცილებელი“, – განაცხადა ბაქრაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო