გიორგი ქობულიამ შვედეთის ელჩთან ორმხრივი სავაჭრო-ეკონომიკური კავშირები განიხილა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი ქობულია შვედეთის ელჩს ულრიკ თიდესთრომს შეხვდა, რომელიც თავის მოვალეობას საქართველოში მიმდინარე წლის სექტემბრიდან ასრულებს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ უწყებიდან აცნობეს, შეხვედრაზე განხილული იყო ორმხრივი სავაჭრო-ეკონომიკური კავშირები, ასევე სამომავლო თანამშრომლობის პრიორიტეტული მიმართულებები. გიორგი ქობულიამ შვედეთის ელჩს გააცნო საქართველოს ეკონომიკური ტენდენციები, მიმდინარე და დაგეგმილი რეფორმები, აგრეთვე შეხვედრაზე ევროკავშირის წინაშე ასოცირების შეთანხმებით აღებული ვალდებულებების შესრულების მიმდინარეობა განიხილეს.

აღინიშნა, რომ შვედეთის მხარე ყურადღებით აკვირდება საქართველოს ეკონომიკაში არსებულ ვითარებას და გამოთქვამს იმ რეფორმების მხარდაჭერას, რომლის მიზანსაც ქვეყნის ეკონომიკის ინკლუზიური განვითარება წარმოადგენს.

შეხვედრაზე ასევე გამახვილდა ყურადღება თანამშრომლობის გაღრმავებაზე ისეთ სექტორებში, როგორიცაა ტრანსპორტი, ლოგისტიკა, ენერგეტიკა, ნარჩენების მართვა და სხვა.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა