რომან გოცირიძე - მირზა სუბელიანს რომ სცოდნოდა, საუბარი იწერებოდა, ბუნებრივია, საკუთარ მძიმე დანაშაულებებში მონაწილეობის აღიარებას არ მოახდენდა

მირზა სუბელიანს რომ სცოდნოდა, საუბარი იწერებოდა, ბუნებრივია, საკუთარ მძიმე დანაშაულებებში მონაწილეობის აღიარებას არ მოახდენდა, - ამის შესახებ პარლამენტის ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ რომან გოცირიძემ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა. ამით გოცირიძე გამოეხმაურა პროკურატურის მიერ დღეს გავრცელებულ ჩანაწერებსა და უწყების განცხადებას, რომლის მიხედვითაც საქმე შესაძლოა, გვქონდეს მირზა სუბელიანის მცდელობასთან, ცრუ, მის მიერვე გამოგონილი დანაშაულებრივი ფაქტების გასაჯაროების მუქარით ზემოქმედება მოახდინოს მისი ბრალდების საქმის შედეგზე.

რომან გოცირიძის შეფასებით, აღნიშნულ ჩანაწერებში მირზა სუბელიანი მის მიერ სხვა მძიმე დანაშაულებებში მონაწილეობაზე საუბრობს და შესაბამისად, მათი გავრცელება არც სუბელიანის და არც ხელისუფლების ინტერესებში არ შედიოდა.

„ყველა ჩანაწერი მოქმედებს სუბელიანის საწინააღმდეგოდ. ამ ჩანაწერებით მირზა სუბელიანმა საშინლად დაიმძიმა თავისი ბედი. ის ამბობს, რომ მონაწილეობდა სხვადასხვა უმძიმეს დანაშაულში. ნებისმიერი ხელისუფლების დროს არა მხოლოდ ის ადამიანები დაისჯებიან, რომლებიც დასახელებულია სუბელიანის მიერ, არამედ დაისჯება თვითონაც, როგორც მონაწილე. 1 წლის სასჯელის მომლოდინე ადამიანს მომავალში 15 ან მეტწლიანი სასჯელი ელოდება. ამიტომაც მას რომ სცოდნოდა, რომ საუბარი იწერებოდა, ბუნებრივია, საკუთარ მძიმე დანაშაულებებში მონაწილეობის აღიარებას არ მოახდენდა. ამ ჩანაწერების გავრცელება არც სუბელიანის ინტერესებში იყო და არც ხელისუფლების. როდესაც ციხეში კეთდება ასეთი ჩანაწერი, ეს იმას ნიშნავს, რომ არიან ადამიანები, რომლებსაც უკვე ყელში ამოუვიდა ეს ექვსწლიანი უსამართლობა და ხელისუფლებას ყელში დანა გამოუსვეს. რაც შეეხება პროკურატურის მიერ ამის გავრცელებას, ეს იყო განწირული სტრუქტურის დასწრებაზე წასვლა, რომელმაც აქედან ვერავითარი ეფექტი ვერ მიიღო,“ - განაცხადა რომან გოცირიძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა