დავით ბაქრაძე პრეზიდენტის ინიციატივაზე - ხელისუფლებასა და ხალხს შორის ნდობა  დაკარგულია, ამ ნდობას ვერანაირი მთავრობის სხდომებით  ვერ აღვადგენთ

ხელისუფლებასა და ხალხს შორის ნდობა დღეს ნამდვილად დაკარგულია, ამ ნდობას ვერანაირი მთავრობის სხდომებითა და შეხვედრებით ვერ აღვადგენთ, - ამის შესახებ “ევროპული საქართველოს“ პრეზიდენტობის კანდიდატმა დავით ბაქრაძემ პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის ინიციატივასთან დაკავშირებით განაცხადა.

„არსებობს ერთადერთი გზა, ეს არის თავისუფალი არჩევნები, როდესაც საზოგადოება ირჩევს იმ ხელისუფლებას, იმ ლიდერებს, რომლებსაც ენდობა. მთავრობის სხდომებით, თათბირებით, შეკრებებით დღეს ხელისუფლებასა და ხალხს შორის ნდობა ვეღარ აღდგება. ეს ეტაპი უკვე გავლილია და ამიტომაც, ჩვენი ამოცანაა, რომ თითოეული ადამიანი მოვიდეს არჩევნებზე და ჩავატაროთ თავისუფალი არჩევნები, სადაც თითოეული მოქალაქე აირჩევს სწორედ იმ ხელისუფლებას, ვისაც მომავლში ენდობა“, - განაცხადა ბაქრაძემ.

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძეს მთავრობის სხდომის მოწვევის ინიციატივით მიმართავს და მასზე პირადად დასწრებას გეგმავს.

როგორც მარგველაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ის მთავრობის სხდომაზე სახელმწიფო ინსიტუტების ეფექტური ფუნქციონირების, ასევე მოქალაქეთა უფლებების და თავისუფლებების დაცვის საკითხით წარსდგება.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო