აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა საუდის არაბეთის მეფესთან გაუჩინარებული ჟურნალისტის საქმე განიხილა

აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ საუდის არაბეთის მეფესთან სალმან ბენ აბდელ აზიზ ალ საუდისთან შეხვედრის დროს გაუჩინარებული საუდელი ჟურნალისტის ჯამალ ჰაშქაჯის საქმე განიხილა.

ამის შესახებ ნათქვამია აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალური წარმომადგენელის ჰიზერ ნაუერტის განცხადებაში.

„სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო საუდის არაბეთის მეფეს შეხვდა. სახელმწიფო მდივანმა მადლობა გადაუხადა მეფეს საუდის არაბეთისა და აშშ-ს მტკიცე პარტნიორობისთვის. სახელმწიფო მდივანმა და მეფემ რიგი რეგიონალური და ორმხრივი ურთიერთობების საკითხები განიხილეს. სახელმწიფო მდივანმა ასევე მადლობა გადაუხადა მეფეს მისი მზაობისთვის, მხარი დაუჭიროს დეტალურ, გამჭვირვალე და დროულ გამოძიებას ჯამალ ჰაშქაჯის გაუჩინარებასთან დაკავშირებით. სახელმწიფო მდივანმა კვლავ განაცხადა, რომ აშშ შეშფოთებულია ჟურნალისტის გაუჩინარებით“, - ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ წარმოშობით საუდელი ჟურნალისტი ჯამალ ჰაშქაჯი ერ-რიადის მიმართ კრიტიკული განცხადებებით არის ცნობილი. 2017 წელს მან სამშობლო დატოვა და საცხოვრებლად აშშ-ში გადავიდა. მიმდინარე წლის 2 ოქტომბერს ის სტამბოლში, საუდის არაბეთის გენერალურ საკონსულოში მივიდა, იმის შემდეგ რაც საკონსულოს თანამშრომლები მას ტელეფონით დაუკავშირდნენ და გარკვეული დოკუმენტების ხელმოწერის მიზნით საკონსულოში მისვლა სთხოვეს. ჰაშქაჯი საკონსულოში საცოლესთან ერთად მივიდა, თუმცა საცოლე შენობაში არ შეუშვეს. შესვლიდან 5 საათის შემდეგ საკონსულოში ჟურნალისტის საცოლეს განუცხადეს, რომ ჰაშქაჯი უკვე წავიდა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა