გიორგი გახარია რუმინეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო მდივანს შეხვდა

საქართველოს ვიცე-პრემიერი და შინაგან საქმეთა მინისტრი, გიორგი გახარია რუმინეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო მდივანს, გეორგე ნუკე მარინის შეხვდა, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, გიორგი გახარიამ რუმინეთის მხარეს საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში დახმარებისა და საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის (EUMM) მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

მხარეებმა ორი ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტროებს შორის არსებულ თანამშრომლობასა და სამომავლო ურთიერთობის გაღრმავებაზე ისაუბრეს.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ნინო ჯავახაძემ და გეორგე ნუკე მარინმა ხელი მოაწერეს საქართველოსა და ევროკავშირს შორის გაფორმებული რეადმისიის შეთანხმების საიმპლემენტაციო ოქმს, რომელიც ორ ქვეყანას შორის არარეგულარული მიგრაციის მართვას ხელს შეუწყობს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო