დავით მათიკაშვილი - „ნაციონალური მოძრაობა“ ცდილობს მისთვის დამახასიათებელი ყველა მეთოდით მოახდინოს დესტაბილიზაცია

საქართველოს პარლამენტის უმრავლესობის წევრის, დავით მათიკაშვილის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობა“ „რუსთავი 2“-ის მეშვეობით საზოგადოებას აშანტაჟებს და ფსიქოლოგიურ ტერორში ამყოფებს. როგორც მათიკაშვილი ამბობს, დღეს მსგავსი პრობლემა რომ არსებობდეს, თავს აუცილებლად იჩენდა.

„დღეს პროკურატურის მიერ გამართულ ბრიფინგზე ჩვენ მოვისმინეთ კიდევ ერთი ჩანაწერი, რომელიც ასევე, როგორც ჩანაწერიდან ჩანს, შედგა ორ პიროვნებას შორის, პარლამენტის წევრსა და პატიმარს შორის, რომელიც არის მანამდე ჩაწერილი, როგორც ეს ასევე ჩანს პროკურატურის მიერ გამართული ბრიფინგიდან. ერთი რამ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამან კიდევ უფრო მეტი კითხვის ნიშანი გააჩინა და ამ კითხვის ნიშნებს ცხადია სჭირდება პასუხი.

ჩვენ მოვისმინეთ ორი ჩანაწერი, ერთი თითქოს მუქარის შემცველი და ასეთი შთაბეჭდილება მხოლოდ მე არ შემექმნა და მეორე ჩანაწერი ეს არის უკვე თითქოს ამ მუქარის შესრულება და ასრულება. ძალიან მნიშვნელოვანია ამ საკითხთან მიმართებაში გამოძიება დროულად დასრულდეს. ყველა კითხვის ნიშანს უნდა გაეცეს პასუხი. გადაუმოწმებელ ფონზე, მხოლოდ იმ ჩანაწერიდან, რაც ჩვენ მოვისმინეთ ჩანს ის, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ კვლავ ცდილობს მისთვის დამახასიათებელი ყველა მეთოდით მოახდინოს დესტაბილიზაცია; კვლავ რევანშისტულად განწყობილი ძალები მოვიდნენ ხელისუფლებაში და ამისთვის ისინი იყენებენ აბსოლუტურად ყველა საშუალებას და გზას.

ეს იყო სწორედ ამ დღევანდელი ჩანაწერის ერთგვარი ლაიტმოტივი მაშინ, როდესაც ამ სიტყვების ავტორი სწორედ ამას ამბობდა, რომ „ნაციონალური მოძრაობიდან“ უკავშირდებიან და სთხოვენ სხვადასხვა შანტაჟით თუ მოქრთამვით ნებისმიერ ინფორმაციას, მათ შორის ტყუილსაც იმისთვის, რომ საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგი შეასრულონ. ამიტომ ორივე ჩანაწერზე და ზოგადად ამ თემაზე, მნიშვნელოვანია, გამოძიება დასრულდეს და ყველა კითხვას გაეცეს პასუხი“, - აცხადებს მათიკაშვილი.

მისივე თქმით, უნდა გაირკვეს ჩანაწერები ვის, რა პოლიტიკური მიზნებისთვის სჭირდება. „საზოგადოებამ კარგად იცის, რომ ქვეყანაში არ დადიან და არ დაძრწიან შეიარაღებული პირები, არ ხდება არავის წამება. მიუხედავად უდიდესი შიშისა, რაც საზოგადოებას ჰქონდა 2004-2012 წლებში, ეს ინფორმაცია დამალული არ დარჩენილა და როდესაც იყო ქვეყანაში მართლაც სისტემური დანაშაულზე საუბარი, ამის შესახებ ყველამ ყველაფერი იცოდა, თუმცა ამას ხმამაღლა ვერ ამბობდნენ. დღეს, როდესაც ასეთი საჯაროობაა უზრუნველყოფილი და აბსოლუტურად არაფერი იმალება ჩვენს ქვეყანაში, ასეთი პრობლემა რომ არსებობდეს, ეს, რა თქმა უნდა, თავს ამოყოფდა აქამდე. ვის რაში სჭირდება ეს ყველაფერი, ვის რა პოლიტიკური მიზნებისთვის ჭირდება, უნდა გაირკვეს. ჩვენი ამოსავალი წერტილი დღეს არის ის, რომ უნდა შევინარჩუნოთ სიმშვიდე, არ უნდა ავყვეთ „ნაციონალური მოძრაობის“ და მათი სატელიტების მცდელობას, საზოგადოება გამოიწვიონ და გამოიყვანონ წყობიდან. დაველოდოთ პასუხებს. ეს პასუხები ყველაზე უფრო მეტად ჩვენ გვაინტერესებს, რომ ამ პასუხების შემდგომ მოვახდინოთ ამ თემის თავიდან ბოლომდე გაანალიზება - თუ რა სახის დანაშაულთან გვაქვს საქმე; არის თუ არა ეს ყველაფერი დადგმული, რა კითხვებია შიგნით და რა პასუხები გაეცა ამ კითხვებს“, - განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა