SOLO-ს მხარდაჭერით  „თბილისის მოდის კვირეული“ გაიმართება

თბილისის მოდის კვირეულის მე -18 სეზონი 18 - დან 21 ოქტომბრის ჩათვლით გაიმართება. როგორც „ინტერპრესნიუსს“ „საქართველოს ბანკიდან“ აცნობეს, 2019 წლის გაზაფხული - ზაფხულის სეზონის კოლექციების ჩვენებებს, შოურუმს და სხვა ღონისძიებებს ღვინის უბანი უმასპინძლებს. მათივე ინფორმაციით, კვირეული „ ჩექ ინ ჯორჯიას" ფარგლებში იმართება.

„თბილისის მოდის კვირეული ტრადიციისამებრ ქართული კულტურისა და ხელოვნების ლეგენდებს გააცოცხლებს. ამჯერად, SOLO წარმოადგენს პროექტს - ,,Style Icon”, რომელიც მთაწმინდაზე ჩატარდება და ქართული სტილის კერპს, ბელა მირიანაშვილს მიეძღვნება. კვირეულის ოთხდღიანი პროგრამა 20-მდე ღონისძიებას მოიცავს, რომელთა შორისაა ქართველი და უცხოელი დიზაინერების: ლაშა ჯოხაძის, „მირო“-ს, „ეტერე“-ს, „მატურელი“-ს, „მაკმარი“-ს, „რუარუა“-ს, ლაშა დევდარიანის, „წითე“-ს და სხვათა ჩვენებები. კვირეული ქეთი ჩხიკვაძის ჩვენებით დაიხურება. ღონისძიებას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მოწვევით დაესწრებიან „ვოგის“, „ელის“, „ჰარპერს ბაზაარის“, „ელ ოფისიელის“, „მარი კლერის“ და სხვა ცნობილი გამოცემების ჟურნალისტები. „აწარმოე საქართველოს" მოწვევით კი, მოდის კვირეულს უცხოელი შემსყიდველები, ე.წ. ბაიერები დაესწრებიან. ჩვენებები ღვინის მარნებში და სპეციალურად შერჩეულ ისეთ ადგილებში გაიმართება, რომლებიც ტურისტების, უცხოური პრესისა და ქართველი მნახველებისთვის საინტერესო იქნება. მოდის კვირეულის ფარგლებში მოეწყობა გლამურული ეკობაზარი, სადაც წარმოდგენილი იქნება ქართული ეკოპროდუქცია.

ქვეყანაში ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებაში საკუთარი წვლილის შეტანისა და ბუნების დაცვის თემის პოპულარიზაციისათვის, თბილისის მოდის კვირეულის ორგანიზატორების გადაწყვეტილებით, წლევანდელ სეზონზე სტუმრებისათვის ტრადიციული, ქაღალდის მოსაწვევები არ დაიბეჭდება და ისინი ღონისძიებაზე დასწრებას ელექტრონული მოსაწვევის საშუალებით შეძლებენ.

წელს თბილისის მოდის კვირეული ახალ აქცენტს ქართული ეკოპროდუქციის პოპულარიზაციაზე გააკეთებს. მე-19 სეზონისათვის კი, ამ მიმართულებას უფრო გააძლიერებს და ,,თბილისის მოდის კვირეულზე ქართველი დიზაინერები კოლექციებს ეკოქსოვილებით დაამზადებენ, რის შედეგადაც ,,თბილისის მოდის კვირეული" ,,ეკო ფეშენ ვიქად" გარდაიქმნება.

კვირეული განაგრძობს ახალი ტალანტების აღმოჩენას და მათ პოპულარიზაციას. ახალბედა დიზაინერები მაყურებლის წინაშე განსაკუთრებული კოლექციებითა და პერფორმანსებით წარდგებიან“, - აღნიშნულია საქართველოს ბანკის მიერ გავრცელებულ პრესრელიზში.

ღონისძიების მხარდამჭერები არიან თბილისი მერია, განათლების, მეცნიერების კულტურისა და სპორტის სამინისტრო, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს