ირაკლი კობახიძე - „ევროპულ საქართველოში“ გადასული პირებიდან არც ერთი არ ყოფილა „ქართული ოცნების“ წევრი

გიგი უგულავას მიერ დღეს დასახელებული პირებიდან არც ერთი არ ყოფილა „ქართული ოცნების“ წევრი, - ამის შესახებ „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა. მისი თქმით, ამით ცდილობს „ევროპული საქართველო“ გადაფაროს ის პროცესები, რომელიც მიმდინარეობს მათ პარტიაში.

„ჩვენ ვხედავთ, რომ კონკრეტული პირები გადადიან მათი პარტიიდან სხვა პარტიებში. რაც შეეხება ამ კონკრეტულ ფაქტს, აქ მაქვს კონკრეტული მონაცემი, თუ როდის რომელ პარტიაში იყვნენ კონკრეტული პირები გაწევრიანებულები. ზოგიერთი მათგანი იყო „რესპუბლიკელი“, ზოგი „თავისუფალი დემოკრატების“ წევრი და ა.შ. სახელებით და გვარებით შემიძლია გადმოგცეთ მათი სია. არც ერთი მათგანი არ ყოფილა „ქართული ოცნების“ წევრი. ეს არის მარტივი მანიპულაცია, რომელთან დაკავშირებითაც გვაქვს კონკრეტული პასუხები“, - განაცხადა კობახიძემ.

პარტია „ევროპული საქართველოს“ ინფორმაციით, „ქართული ოცნების“ დამფუძნებლებმა, კოორდინატორებმა, ზონის უფროსებმა და აქტივისტებმა პარტია სამეგრელოს რეგიონშიც დატოვეს და „ევროპულ საქართველოს“ შეუერთდნენ.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ „ევროპული საქართველოდან“ აცნობეს, გურიისა და ქვემო ქართლის მსგავსად, „ოცნების“ უკვე ყოფილი წარმომადგენლები ამ შემთხვევაშიც აცხადებენ, რომ საპრეზიდენტო კანდიდატად სალომე ზურაბიშვილის წამოყენება მათთვის წითელი ხაზია და არჩევნებზე ზურაბიშვილის სასარგებლოდ მუშაობას არ აპირებენ.

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, გიგი უგულავას განცხადებით, სალომე ზურაბიშვილი არის ის „ნელი მოქმედი ნაღმი“, რომელსაც „ქართული ოცნება“ ქართულ სახელმწიფოებრიობას ფუნდამენტში უდებს.

იხილეთ ვიდეო: ირაკლი კობახიძის ბრიფინგი: "რუსთავი 2" აწარმოებს რუსული სტილის ტვინის გამორეცხვის პოლიტიკას

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო