გიორგი კაკაურიძე - მთავრობა ბიუჯეტთან დაკავშირებით კომიტეტების შენიშვნებს დეტალურად გაეცნობა და რისი გათვალისწინებაც შესაძლებელი იქნება, გავითვალისწინებთ

პარლამენტმა 2019 წლის ბიუჯეტის პროექტის საკომიტეტო განხილვა დაასრულა. დღეს საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტმა შემაჯამებელი სხდომა გამართა, რის შემდეგაც ბიუჯეტის პროექტი კომიტეტებისა და ფრაქციების შენიშვნებით მთავრობას უკან დაუბრუნდება.

როგორც ფინანსთა მინისტრის მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ განაცხადა, მთავრობა კომიტეტების შენიშვნებს დეტალურად გაეცნობა და რისი გათვალისწინებაც შესაძლებელი იქნება, გაითვალისწინებენ.

„ხვალ სტუმრად გვეყოლება სავალუტო ფონდის მისია. მათთან ერთად განვიხილავთ პარამეტრებს და ეკონომიკურ სიტუაციას, რაც ჩვენს პარტნიორ ქვეყნებშია. ამის შემდეგ თუ შესაძლებელი იქნება გადაიხედოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი, ჩვენ გადავხედავთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, დავტოვებთ ძირითად პარამეტრებს, რაც წარმოდგენილია“, - აღნიშნა გიორგი კაკაურიძემ.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს