საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე ზაზა თავაძე ეუთოს მისიის წარმომადგენლებს შეხვდა

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში დღეს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე ზაზა თავაძე ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (OSCE/ODIHR) სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებს მეგან ფიცგერალდს და ქსენია დაშუტინას შეხვდა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოდან აცნობეს, შეხვედრაზე საუბარი შეეხო მოახლოებულ საპრეზიდენტო არჩევნების თემას და საკონსტიტუციო სასამართლოს უფლებამოსილებებს საარჩევნო დავებთან მიმართებაში.

ზაზა თავაძემ მადლობა გადაუხადა მისიის წარმომადგენლებს საკონსტიტუციო სასამართლოს საქმიანობით დაინტერესებისთვის და დამატებით გააცნო სასამართლოს ფუნქციები, ესაუბრა ინსტიტუციის მნიშვნელობაზე ქვეყნის განვითარების პროცესში, საერთაშორისო ასპარეზზე მიღწევების შესახებ და განუმარტა საკონსტიტუციო სასამართლოს როლი არჩევნებთან დაკავშირებით.

„ეუთოს მისიის წარმომადგენლებმა ამომწურავი ინფორმაცია მიიღეს მათთვის საინტერესო საკითხებზე და პატივისცემა გამოხატეს საკონსტიტუციო სასამართლოს საქმიანობის მიმართ“, – აცხადებენ სასამართლოში.

ვალერი სოლოვეი - კრემლის ქმედებების მოაზროვნე გამმართლებლები, ვინც საქართველოს საქმეებში ჩახედულია, თვლიან, რომ რუსეთს აღარ შეუძლია საქართველოს  პოლიტიკაზე გავლენის მოხდენა
ქართული პრესის მიმოხილვა 21.08.2019
ვახტანგ ძაბირაძე -  შემოდგომა იქნება ოპოზიციურ ფლანგზე ძალების ჩამოყალიბების პროცესი, ამიტომ არ მაქვს მოლოდინი, რომ ცხელი შემოდგომა გვექნება
პროექტ „ბათუმი რივიერასთან“ დაკავშირებით „სილქროუდ ჯგუფი“ განცხადებას ავრცელებს