საპრეზიდენტო კანდიდატი დავით უსუფაშვილი GIPA-ს სტუდენტებს შეხვდა

საპრეზიდენტო კანდიდატი დავით უსუფაშვილი GIPA-ს სტუდენტებს შეხვდა.როგორც „ინტერპრესნიუსს“ GIPA-დან აცნობეს, ინსტიტუტში საქართველოს საპრეზიდენტო კანდიდატებთან შეხვედრების ციკლი დაიწყო. ციკლი დავით უსუფაშვილმა გახსნა. მან ისაუბრა საკუთარ პოლიტიკურ ბიოგრაფიასა და საარჩევნო პროგრამაზე, ყურადღება გაამახვილა პრეზიდენტის უფლებამოსილებებზე, კონსტიტუციურ კომპეტენციებსა და პრეზიდენტის ინსტიტუტის მნიშვნელობაზე.

დავით უსუფაშვილმა აქცენტი გააკეთა საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნების მნიშვნელობაზე და პრეზიდენტის როლზე ქვეყნის საპარლამენტო მმართველობის მოდელში, იმ პირობებში, როდესაც მომავალი პრეზიდენტის უფლებამოსილების ვადის ამოწურვამდე (2024 წელი) დაგეგმილია როგორც საპარლამენტო (2020 წელი), ასევე ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები (2021 წელი).

„პრეზიდენტი საპარლამენტო მოდელში ნიშნავს მმართველობას ავტორიტეტის ძალით და არა - ძალის ავტორიტეტით. ძალიან დიდი განსხვავებაა ამ 2 მოდელს შორის. ჩვენი პრეზიდენტი საქართველოს კონსტიტუციით, არის მთლიანად ავტორიტეტის ძალით, საქვეყნო, საჯარო, სახელმწიფო საქმეების მკეთებელი ადამიანი,“ – განაცხადა უსუფაშვილმა.

შეხვედრა დისკუსიის რეჟიმში გაგრძელდა, სტუდენტებს საშუალება ჰქონდათ მიეღოთ პასუხები მათთვის საინტერესო საკითხებთან დაკავშირებით. საპრეზიდენტო კანდიდატებთან შეხვედრების ციკლი GIPA-ში 23 ოქტომბრის ჩათვლით გაგრძელდება.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა