„Associated Press“ - საუდის არაბეთის საკონსულოში თურქეთის პოლიციამ ჟურნალისტის მკვლელობის შესახებ მტკიცებულებები იპოვა

თურქეთის პოლიციამ სტამბოლში, საუდის არაბეთის საკონსულოში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად აღმოაჩინა მტკიცებულება, რომ საუდელი ჟურნალისტი ჯამალ ჰაშოღი მოკლეს. ამის შესახებ „Associated Press“-ს თურქმა მაღალჩინოსანმა განუცხადა.

მისი თქმით, პოლიციამ გარკვეული მტკიცებულებები იპოვა, მაგრამ კონკრეტულად რა სახის მტკიცებულებებზეა საუბარი, არაფერი უთქვამს. თურქეთის ხელისუფლება მიჩნევს, რომ საუდელმა აგენტებმა საუდის არაბეთის საკონსულოში 2 ოქტომბერს მოკლეს და დაანაწევრეს ჟურნალისტი. საუდის არაბეთმა ამ ბრალდებებს უსაფუძვლო უწოდა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა